ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ზუსტად 4 წლის წინ, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში - იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ათასი ქართველი, რომელიც მზად არის უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, იმ დღის შემდეგ, ეს რამდენიმე ათას ქართველი „კიდევ ბევრჯერ გამოიყენეს მე-5 კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ".
„ზუსტად 4 წლის წინ, 2022 წლის 28 თებერვალს, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს უკრაინის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ მოითხოვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საომრად.
მეტიც, მან ქართულ ენაზე მიმართა საქართველოს მოქალაქეებს და საკუთარი მთავრობის იძულებისკენ მოუწოდა.
იცოდა, ვისაც მიმართავდა. მე-5 კოლონამ - „ლელო", „გირჩი", „სირცხვილია", „დემოკრატიის მცველები" - ეს დავალება კარგად გაიგო და აქციის ორგანიზებაც დაიწყო.
იმ დღეს რამდენიმე ათასი ქართველი უცხო ქვეყნის დროშებით პარლამენტის წინ შეიკრიბა და საკუთარი მთავრობისგან სხვა ქვეყნის მთავრობის მოთხოვნისადმი დამორჩილება მოითხოვა.
იმ დღეს დავინახეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის რამდენიმე ათასი ქართველი, რომელიც მზად არის უცხოს მითითებით საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონადაც კი გადააქციოს.
იმ დღის შემდეგ, ამ რამდენიმე ათას ქართველს კიდევ ბევრჯერ გამოიყენებენ მე-5 კოლონად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ბოლოს ეს 2025 წლის 4 ოქტომბერს მოხდება, როდესაც მათ, ბრიუსელის მხარდაჭერის ფონზე, თვითმმართველობის არჩევნების ჩასაშლელად და ხელისუფლების დასამხობად გამოიყვანენ",- წერს პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები
ოთხი წლის წინ, უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, მოხალისეები გაგვეგზავნა, იმ დღეს დავინახეთ, რომ რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის, საკუთარი ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს-შალვა პაპუაშვილი
ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო
არის ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს უკრაინის შესახებ გაერო-ს რეზოლუციის მხარდაჭერისგან, უკრაინის მხარდამჭერ ათასამდე აქტს, რეზოლუციას და განცხადებას შევუერთდით -ირაკლი კობახიძე
POLITICO: ბრიტანეთმა ნავთობსადენი „დრუჟბა“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან გაათავისუფლა
სასამართლომ ლენტეხის ყოფილ მერს გია ონიანს 18 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
როგორ მოვუაროთ ფირსაკრავს
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2 920, ანუ ეს სტუდენტები იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებენ, ჩვენი მიზანია ამის არიდება -ირაკლი კობახიძე
პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
ჯონდი ბაღათურია სტუმრად "რეალურ პოლიტიკაში"
ლაგოდეხში მერის წარმომადგენელი დააკავეს
ზელენსკი აცხადებს, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების დროს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში აშშ-ის მონაწილეობაზე შეთანხმება მიღწეულია
ევროკავშირი „მშვიდობის საბჭოს“ სამიტს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრება
14 თებერვალი მირქმის წინადღესასწაულია - ლოცვა რომელიც ამ დღეს უნდა წავიკითხოთ
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაძლიეროთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია -მარიამ ქვრივიშვილი
გერმანიის საგარეო უწყებას პრეზიდენტად მითითებული აქვს ზურაბიშვილი, მინისტრად კი - დარჩიაშვილი, სამინისტროში რომ დაიბარეს ელჩი, ნახა იქ დარჩიაშვილი? ეს სამარცხვინოა -შალვა პაპუაშვილი
სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები განაწილდება რეფორმის კონცეფციით დადგენილი, ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპით, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით -გივი მიქანაძე
,,ჯერ არ არის განსაზღვრული, როდის მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტები''- ნატო-ში აშშ-ის ელჩი
,,მე გენპროკურორს ქუჩიდან „გადადექი“ დავუძახე – ახლა ვეუბნები მადლობას, როცა მან საქმე ასე გააკეთა''- ეკა კუპატაძე