შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე აქცენტი გაკეთდება ორმხრივ ურთიერთობებზე.
პაპუაშვილის თქმით, სტამბოლში, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეა გაიმართება, ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც.
როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხება სამწუხარო მოცემულობას, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე.
„მექნება შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან. რა თქმა უნდა, მასთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, გვექნება საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც მათ აქვთ, როგორ მიდის მათთან ევროპული ინტეგრაციის პროცესი. ასევე, გვექნება შესაძლებლობა , ევროკავშირის წვერი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებსაც შევხვდეთ. გვექნება საუბარი იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რომელსაც ვაკვირდებით. სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად და მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, რაც ვფიქრობ, არასწორია და ევროკავშირის შიგნიდან უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები. სამწუხაროდ, ბრიუსელი დღეს უქმნის უფრო მეტ პრობლემას კანდიდატ ქვეყნებს, ვიდრე მხარს უჭერს და ეხმარება მათ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ, წევრი ქვეყნების პარლამენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრა გვექნება ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან, ემირატების, საუდის არაბეთის პარლამენტის წარმომადგენლებთან, საუბარი გვექნება ეკონომიკურ ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა -მიხეილ სააკაშვილი
"ეს არის ჩემი ვალი, როგორც ქართველისა და მართლმადიდებელი ადამიანის" -მამუკა ფიფია
ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფრიდრიხ მერცისა და მისი მთავრობის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
7 აპრილის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით- დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ''- მეუფე იაკობი
,, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი''-პრემიერი
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის-მთავრობის ადმინისტრაცია
მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა-რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე
,,უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს''- დავით ქართველიშვილი
საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით''- ირაკლი კობახიძე
ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - მას მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“- ტრამპი
,,პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ არ უნდა დავივიწყოთ ის, რასაც უწმინდესი ყოველთვის მოგვიწოდებდა, იღვწოდა - ერთობა და ერთიანობა''- მღვდელმსახური დავით ფოლადაშვილი
არაბთა გაერთიანებული საამიროები და ავსტრალია სურვილს გამოთქვამენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანონ