თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება არ გულისხმობს არსებული საჰაერო ტრასების გაუქმებას და წარმოადგენს მოცემულ არეალში გარკვეული ტიპის ფრენებზე შეზღუდვების დაწესების პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ამოქმედებული ცვლილებები ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხის დაცვას ემსახურება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე. თამარ იოსელიანის თქმით, ობსერვატორიამ სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინაც მიმართა თხოვნით და დასაბუთებით, რომ დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი უარყოფითად მოქმედებდა ასტროკლიმატზე და დაკვირვების ხარისხზე.
„შესაბამისად, ცვლილება, რომელიც 16 აპრილს ამოქმედდა, ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და, შესაბამისად, დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი. საჰაერო სივრცის სწორედ ამგვარი შეზღუდვა ფართოდ არის გამოყენებული მსოფლიო პრაქტიკაშიც და ჩვენ რაღაც ახალი ამ მიმართულებით არ შემოგვიღია", - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
თამარ იოსელიანის თქმით, საჰაერო სივრცეში დაწესებული შეზღუდვები ფრენების ეფექტიანობასა და ნაკადებზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, ხოლო გავრცელებული ინფორმაცია მისი უარყოფითი გავლენის შესახებ უსაფუძვლოა.
„არსებული შეზღუდული ზონა თავისი მასშტაბით ნამდვილად არ შეცვლის ფრენების ეფექტიანობას და უმნიშვნელო ფაქტორია საჰაერო მოძრაობის საერთო სურათისთვის. შესაბამისად, არ არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილება უარყოფითად აისახება ფრენების ნაკადებზე, ან გამოიწვევს შემოსავლების კლებას. აქედან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ცვლილებები დამუშავებულია საჰაერო მოძრაობის ორგანიზების შესაბამისი პროცედურებისა და ფრენის უსაფრთხოების შეფასების საფუძველზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტებთან მის სრულ შესაბამისობას და გამტარუნარიანობის შენარჩუნებას", - აღნიშნა იოსელიანმა.
მსგავსი სიახლეები
თამარ იოსელიანი: საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ბრიუსელი სულ უფრო მეტად კეტავს დიალოგს და გადადის დირექტივების ენაზე, ბრიუსელი დღეს კანდიდატ ქვეყნებს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე მხარს უჭერს
ივანიშვილს ყველა უმსგავსობა სწორედ ორბანმა ასწავლა -მიხეილ სააკაშვილი
"ეს არის ჩემი ვალი, როგორც ქართველისა და მართლმადიდებელი ადამიანის" -მამუკა ფიფია
ჯეი დი ვენსი პაკისტანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს, ე.წ. კუკუშკას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ფრიდრიხ მერცისა და მისი მთავრობის პოპულარობა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
7 აპრილის ამინდის პროგნოზი
საქართველოს პატრიარქის სიკვდილი დაჭირდა, რომ გავერთიანებულიყავით- დღეს ნუ გავაკეთებთ იმას, რომ დავიშალოთ''- მეუფე იაკობი
,, თუ ქვეყანას არ დაემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი''-პრემიერი
თელავს სივრცითი დაგეგმარების ახალი გენერალური გეგმა ექნება, რომელიც ქალაქის ეკონომიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის-მთავრობის ადმინისტრაცია
მსოფლიო პატრიარქს სურს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე დაწინაურდეს კანდიდატი, რომელსაც დაეყრდნობა-რუსეთის საგარეო დაზვერვა
რუბიო: აშშ-ს შეუძლია მიაღწიოს თავის მიზნებს ირანთან ომში ყოველგვარი სახმელეთო ჯარების გარეშე
,,უკანასკნელ დღეებში ქართველმა ხალხმა აჩვენა დასავლურ ბიუროკრატიას, რომ მათი მხრიდან ქვეყნისათვის ძირგამომთხრელ საქმიანობას არ დაუშვებს''- დავით ქართველიშვილი
საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
პატრიარქის ბრძნული რჩევები ბევრ რამეს განსზღვრავდა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების კუთხით''- ირაკლი კობახიძე
ჰორმუზის სრუტე ძალიან მალე გაიხსნება - მას მე და აიათოლა გავაკონტროლებთ“- ტრამპი