მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
„მინდა გამოვეხმაურო დიუშენის სინდრომის საკითხს, რომელიც ბოლო დღეებში ვნებათაღელვის საგანი გახდა. ძალიან რთულ საკითხზე მიწევს საუბარი, როდესაც დიუშენის სინდრომზე ვსაუბრობთ. ეს მართლაც მძიმე დიაგნოზია და არ მინდა, რომ არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნას დამოკიდებულებებსა და პოზიციებთან დაკავშირებით.
აბსოლუტურად კარგად მესმის იმ ემოციებისა, რომლებიც აქვთ პაციენტებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებს. თავს ვალდებულად ვთვლი, რომ რამდენიმე დეტალი დავაზუსტოთ და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ საკითხის ირგვლივ - ყოველი ფაქტის, კლინიკური დასკვნისა და გარემოების გაშუქებით. ამავდროულად, ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ იმ ადამიანების სიყალბეს ავხადოთ ფარდა, რომლებიც ცდილობენ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას" - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სამინისტროს ექნება დამატებითი კომუნიკაცია.
„ეს არ არის მარტივი საკითხი, რომელზეც იოლად შეიძლება საუბარი, მათ შორის, ეთერის მეშვეობითაც. ეს მეტად რთული და სენსიტიური თემაა. თუმცა, მერწმუნეთ, რომ ამ დღეებში დუმილი არ ნიშნავს ნაკლებ ემპათიას. პირიქით, ძალიან გვტკივა გული ამ ბავშვებისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და იმასაც განვმარტავთ, რას ვგეგმავთ და რა გაკეთებულა აქამდე ამ საკითხთან დაკავშირებით" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდა
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი