მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები".
მისი თქმით, როდესაც სამუშაო ადგილი არის შეზღუდული რაოდენობით, ნორმალურია, რომ უპირატესობა მიანიჭო და პირველი არჩევანის უფლება მისცე ქართველს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველსაც და იმიგრანტსაც. მინისტრის აზრით, თუ დამსაქმებელი ვერ იპოვის ისეთ კადრს, რომელიც მას სჭირდება, ამ შემთხვევაში ბიზნესს უნდა ჰქონდეს ხელშეწყობა, რომ მოიზიდოს კადრი, რომელიც ამ ვალდებულებას შეასრულებს.
„როდესაც ბიზნესი ასე რეაგირებს, რომ მე ჩემი პროდუქტის გაიაფების, მეტი მოგების მიზნით უფრო იაფი მუშახელის ჩამოყვანა მინდა, თუნდაც ამას შეეწიროს ქართველისთვის სამუშაო ადგილის ხელმისაწვდომობა, ამ შემთხვევაში სამართლიანია, რომ სახელმწიფომ დაიცვას თავისი მოქალაქე და ბიზნესს არ მისცეს ამის შესაძლებლობა.
მთავარი პრობლემა იყო გიდების, ტაქსის მძღოლის, „გლოვოს" და ა.შ. ამ სამუშაოს შესრულება კონკურენტული გახდა. ამ სამუშაოს შესრულება შეუძლია ქართველს. როდესაც კონკურენციამ შექმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ვიღაც ნაკლებ ანაზღაურებაზეა თანახმა, ვიღაცას ღამის პირობებში უფრო იოლად შეუძლია მუშაობა და ამის გამო დამსაქმებელს პრიორიტეტი აქვს მინიჭებული უცხოელ დასაქმებულზე, ეს არ მიგვაჩნია სწორად. ეს ზედმეტად აზიანებს ქართველის ინტერესს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ დაიცვას სამუშაო ადგილი, მასზე წვდომა საქართველოს მოქალაქისთვის", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მსგავსი სიახლეები
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ ვმართოთ სეზონური ალერგია და რა ანტიალერგიული საშუალებები შევარჩიოთ გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის
ბოტანიკურ ბაღში იასამნები აყვავდა
მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი დაიწყო
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა - ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე - მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო
16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი