კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვას ატარებს. ტაძარში მრევლი დილიდან იკრიბება.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს.ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.საეკლესიო სწავლებით, კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე უფლის აღდგომის დღესასწაულია, ამიტომაც, მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. წმინდა სახარების მიხედვით, აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და თავისი ჭრილობები უჩვენა. თომა მოციქული ამ შეხვედრას არ ესწრებოდა. როდესაც ეს ამბავი შეიტყო თქვა, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავდა იესოს, მის მკვდრეთით აღდგომას არ დაიჯერებდა.აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს. ამჯერად თომა მოციქულის თანდასწრებით. უჩვენა ჭრილობები და უთხრა, ხელით შეხებოდა, რათა დარწმუნებულიყო. თომა მოციქული მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი". იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.უფალმა კი უპასუხა, რომ ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა.კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი - საგანგებოდ გამომცხვარი პური დარიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.
მსგავსი სიახლეები
"ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და... ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ!''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა
მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა პირველად ეძლევათ, რეგისტრაცია 20 აპრილს დაიწყება
თინათინ რუხაძე პარიზის წიგნის ფესტივალის გახსნას დაესწრო- ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება
17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი