,,წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
[წმინდა სინოდის სხდომის ჩატარების] თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა - არის მსჯელობა იმის შესახებ, რომ გაიმართოს წმინდა სინოდი პატრიარქის გარდაცვალებიდან სანამ 40 დღე გავა თუ 40-ის შემდგომ, - ამის შესახებ პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, როდესაც სინოდის სხდომის ჩატარების თარიღი გამოცხადდება, შემდეგ უკვე გაფართოებული კრების გამართვის თარიღიც გახდება ცნობილი.
როგორც პროტოპრესვიტერმა აღნიშნა, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში სრული ერთიანობა და ურთიერთპატივისცემაა."
„ყველა გამსჭვალულია საქართველოს უწმინდესი პატრიარქის, ილია მეორის განუზომელი დამსახურების და მისი უდიდესი ღვაწლის მიმართ. ღვთისადმი უდიდესი მოშიშებით, მოკრძალებით, პატრიარქისადმი უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით, ყველა მღვდელმთავარი ცდილობს, რომ ზედმიწევნითობით მიუდგეს ყველა საკითხს, რაც შეიძლება წარმოიშვას როგორც წმინდა სინოდის გამართვასთან, ასევე გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებითაც. მსგავსი ერთიანობა წმინდა სინოდში ნამდვილად დასაფასებელია და ბუნებრივია, რომ ასეთი ერთიანობა, ურთიერთპატივისცემა მოსაყდრესა და მღვდელმთავართა კრებულსაც საშუალებას აძლევთ, რომ ყველა საკითხი - ასაკთან, განათლებასთან, კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებული - ყველაფერი გადაწყდეს თანხმობით, ურთიერთპატივისცემით, ეკლესიისადმი უდიდესი პატივისცემით და იმ წესით, რა წესსაც განსაზღვრავს დიდი საეკლესიო სჯულის კანონი, საეკლესიო სამართლის კანონიკური ნორმები.
თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. არის მსჯელობა იმის შესახებ, რომ გაიმართოს წმინდა სინოდი პატრიარქის გარდაცვალებიდან სანამ 40 დღე გავა თუ 40-ის შემდგომ. არსებითი მნიშვნელობის საკითხი ეს არ არის. აუცილებლად გამოცხადდება თარიღი, როდის ჩაინიშნება სინოდის სხდომა და ამის შემდგომ უკვე გამოცხადდება გაფართოებული კრების გამართვის თარიღიც", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
პროტოპრესვიტერის თქმით, იმდენად ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულებაა წმინდა სინოდში, რომ არცერთი პიროვნება და არცერთი მღვდელმთავარი, არ იქნება შეზღუდული იმით, რომ მან ხმა მისცეს იმ კანდიდატს, რომელიც მიაჩნია, რომ პატრიარქი იქნება.
„ცალკეულმა მღვდელმთავარმა, რომელთა მიმართაც პატივისცემა გვაქვს, შეიძლება თავისი პირადი შეხედულება გამოთქვან, მაგრამ ხმის მიცემა გაფართოებულ კრებაზე ხორციელდება ფარული კენჭისყრით. ამაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები, წმინდა სინოდის წევრები.
იმდენად ურთიერთპატივისცემითი დამოკიდებულებაა წმინდა სინოდში, რომ არცერთი პიროვნება და არცერთი მღვდელმთავარი, არ იქნება შეზღუდული იმით, რომ მან ხმა მისცეს იმ კანდიდატს, რომელიც მიაჩნია, რომ პატრიარქი იქნება. ყველა კანდიდატი იმსახურებს უდიდეს პატივისცემას. ყველა კანდიდატი წმინდა სინოდის წევრები იქნებიან და არ შეიძლება, რომ ჩვენ მათ მიმართ არ გვქონდეს მორიდება და მოკრძალება და პატივისცემა. მაგრამ როცა მღვდელმთავარი აზრს გამოთქვამს, ბუნებრივია ეს მისი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია და შეიძლება მან თავისი მოსაზრება გამოთქვას - ეს არანაირად გავლენას არ ახდენს წმინდა სინოდის წევრებს შორის იმ ურთიერთპატივისცემით ურთიერთობაზე და არავითარ შემთხვევაში, არცერთი წამით, არანაირი საშიშროება არ არსებობს იმის, რომ გაფართოებულ კრებაზე რაიმე სახის შეზღუდვა, ზეწოლა იქნება რომელიმე პიროვნებაზე, იქნება ეს გარე პიროვნება თუ თვითონ კრების მონაწილენი. ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთობა, რაც დღეს არის სინოდშია", - განაცხადა მამა გიორგიმ.
მსგავსი სიახლეები
"ქვეყანა ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით" - The Wall Street Journal-ი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
მეუფე შიო: რამდენი საუბარია იმაზე თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
,,წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
"ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და... ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ!''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა