მეუფე შიო: რამდენი საუბარია იმაზე თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
"მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ - მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ", - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.
მან ისაუბრა საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირებაზე და აღნიშნა, რომ ამ პრობლების აღმოსაფხვრელად საჭიროა სიყვარული, მიმტევებლობა, ურთიერთგაგება.
"ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, ამისთვის არის რამდენიმე მთავარი პირობა: 1. უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის. 2. უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანთა შორის 3. მიმტევებლობა, პატიების უნარი. როგორ შეიძლება დამყარდეს ურთიერთგაგება, როდესაც არის ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დამცირება, შეურაცხყოფა, ცილისწამება? ეს ხომ შეუძლებელია? რასაც ჩვენ ვხედავთ ასე უხვად მასმედიიდან, სოციალურ ქსელებში, როგორ იმეტებენ ადამიანები ერთმანეთს; იციან ფაქტები, თუ არ იციან, მარტო აღქმებს თუ ჭორებს ეყრდნობიან. ეს მეტყველებს უკიდურესად დაბალ განვითარებაზე, ვგულისხმობ გონებრივ და სულიერ განვითარებას.
ამიტომ თუ გვსურს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, უნდა ვეცადოთ ეს მანკიერება გამოვასწოროთ. როდესაც ვინმეზე ვლაპარაკობთ, გვქონდეს მის მიმართ ლმობიერება, ვეცადოთ სიკეთე დავინახოთ ამ ადამიანში. რამდენი საუბარია იმაზე, თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება", - განაცხადა მეუფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
"ქვეყანა ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით" - The Wall Street Journal-ი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
მეუფე შიო: რამდენი საუბარია იმაზე თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
,,წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
"ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და... ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ!''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
18 აპრილის ამინდის პროგნოზი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი მოსალოდნელია ნალექი, დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც
გივი მიქანაძე აშშ-ში UNDP-ს ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორს შეხვდა