მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის
ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის, მუდამ თავისი სიბრძნითა და განსჯის უნარით მოქმედებდა და ამიტომ ის მართლაც ბრძენი, გამჭრიახი და კურთხეული პატრიარქი იყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.
მისივე თქმით, პატრიარქი დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა.
„მისგან გამოსული ყოველთვის სიხარულს ვგრძნობდი, მქონდა განცდა, რომ მხოლოდ ეკლესიის პატრიარქს კი არ შევხვდი, არამედ ძმას. ერთი გულის შემძვრელი სცენა მახსენდება, როცა ვთქვი, რომ ეკლესიაში ვართ იმისთვის, რომ განვიკურნოთ და როცა ადამიანი იკურნება, მაშინ ხვდება ღმერთს მეთქი. შემობრუნდა მითხრა, მე დიდი ცოდვილი ვარ და ეს თქვა ძალიან დიდი თავმდაბლობით. ეს აჩვენებს ამ ადამიანის შინაგან ზნეობას და მის გულისმიერ ცხოვრებას.
მოვიდა ერთი ბერძენი ქალბატონი და წანდილი მოიტანა, რომ საქართველოს პატრიარქისთვის პანაშვიდი გადაგვეხადა. ვეკითხები იცნობდით მეთქი? არა, მაგრამ რაც მოვისმინე ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინაო, მოიტანა თეფშით წანდილი და პანაშვიდიც გადავიხადეთ. ეს ნიშანდობლივი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავრცელდა პატრიარქის სახელი, როგორც ქართველი ერის მამისა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა.
მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეზე, სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოზეც.
„მახსოვს ჩემს სიტყვაში ვთქვი, რომ ეკლესიამ უნდა შეინარჩუნოს წმინდა მამათა პრინციპები და პასუხობდეს თანამედროვე ადამიანების გამოწვევებს. მიტროპოლიტმა შიომ მკითხა, თუ რას ვფიქრობ მამა გიორგი ფლოროვსკის ნათქვამზე, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა ძველ მამებთან დაბრუნება, მაგრამ აუცილებლად ახალ მამებსაც უნდა ვიცნობდეთ. მივხვდი, რომ ის განათლებული ადამიანი იყო და ბევრ თანამედროვე მოღვაწესაც იცნობდა და მამათა ტრადიციასაც, რომელიც ჩვენს რეალობაში უნდა გადმოვიტანოთ და მასზე დაყრდნობით ვუპასუხოთ ჩვენი ეპოქის ადამიანების კითხვებს. ძალიან მიხარია, როცა მიტროპოლიტებს აქვთ უნარი იმისა, რომ ხალხის გულს ესაუბრონ", - დასძინა მიტროპოლიტმა იეროთეოს ვლახოსმა.
მსგავსი სიახლეები
ოპოზიციის პროპაგანდისტი დავით ნებიერიძე: უკლებლივ ყველა დღევანდელ ქართველ სპორტსმენს მინდა გითხრათ: სამაგალითო მოქალაქეები კი არა ფარჩაკები ხართ
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი ილია მეორეზე: ის იყო ხიდი ეკლესიასა და ხალხს შორის
მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველთა დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს
"ქვეყანა ესწრაფვის უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ბიზნესზე მორგებული პოლიტიკის, შედარებით დაბალი გადასახადების და მზარდი ტურისტული სექტორის პოპულარიზაციის გზით" - The Wall Street Journal-ი Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე
მეუფე შიო: რამდენი საუბარია იმაზე თუ როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება
,,წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა''- პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
"ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და... ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ!''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი
კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
რა არის კვირაცხოვლობა და რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს?
თბილისში Trump Tower-ი აშენდება
19 აპრილის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
19 აპრილის ამინდის პროგნოზი
მიხეილ სარჯველაძე: აბსოლუტურად რელევანტური და კონსტიტუციურია, როდესაც სახელმწიფო გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოს მოქალაქისთვის სამუშაო ადგილი დაიცვას
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სინდრომით დაავადებულთა აქციას გამოეხმაურა
მიხეილ ყაველაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საგაზაფხულო სხდომა გაიმართა
გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა