ლევან ხაბეიშვილი - საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო
მდორე, „დაველოდოთ", „თავისით მოხდება" პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, საჭიროა მეტი აქტიურობა.
„მდინარაძის განცხადება - სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ, თუ ეს ასე არ არის, კითხეთ ჯაფარიძეს, ეთანხმება თუ არა მამუკა მდინარაძეს რამდენიმე ყაჩაღის გამო მთელი სვანეთი რომ უნდა დაისაჯოს; ჰკითხეთ ვიქტორს, გამოიმუშავებს თუ არა კრიპტოს მისი კლანი სვანეთში, უფასო დენით.
130 მლნ კილოვატ-საათი რომ ებევრა მდინარაძეს, კითხეთ, ივანიშვილი გლდანში 430 მლნ მდე კილოვატ-საათს რომ მოიხმარს ( თბილისის მოსახლეობის 50%), ამაზე რას ფიქრობს და არის თუ არა ეს აღიარება, რომ ხალხს დენი ბიძინამ ვიქტორ ჯაფარიძის და „ასეთების" გამო გაუძვირა.
კობახიძე vs ჯაფარიძე, ეს არის პასუხი ხუნდაძის საბოტაჟზე კობახიძის მიმართ.
სიგნალია, თუ ასე გააგრძელებს „მეამბოხე ხალხის ძალა", მაშინ მათ ფულის ტომარას დასჯიან და დატოვებენ შავი ფულის გარეშე.
შიდა კლანური დაპირისპირების ახალი ტალღა ივანიშვილის კარზე.
ამასობაში კობახიძე გამზადებულია „დასაკლავად" და მის შემცვლელად წულუკიანი და ქვრივიშვილი განიხილება.
უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, „დაველოდოთ", „თავისით მოხდება", პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა.
პ.ს მომეცა უფლება, ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ, არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე წერილთნ ერთად გამომიგზავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები) :))
მისამართი: ქ. რუსთავი #12 პენიტენციური დაწესებულება", - აღნიშნავს ლევან ხაბეიშვილი.
მსგავსი სიახლეები
აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ლევან ხაბეიშვილი - საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო
ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
ირაკლი კობახიძე - ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს
პრემიერი - გერმანია ისტორიულად გამოირჩეოდა, როგორც პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, ეს პრინციპები სადღაც გაქრა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა, ვებ-გვერდზეც კი რომ ვერ ახერხებენ ინფორმაციის განახლებას, ეს უკვე სრულიად არასერიოზულია
ირაკლი კობახიძე - რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ
პრემიერი - აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში წარდგენილი ანგარიში არის სრულფასოვანი, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგსა და ყველა მიმართულებას, ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა, ველოდებით საინტერესო დისკუსიას
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მხოლოდ ხელისუფლება კი არ არის კორუმპირებული, კორუმპირებულია ოპოზიციის დიდი ნაწილი - ანა ბუჩუკური
კახა კალაძე ე.წ არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია
პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს - კალაძე
,,რჩევას მივცემ მამაშვილურს - გაჩერდეს რა, თავს ნუ იჭრის - სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით''- ანზორ მელია
საქართველოს საგარეო უწყება - საქართველოს ელჩს გერმანიის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები, ქართულ მხარეს გერმანული მხარისგან ოფიციალური განმარტება არ მიუღია
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია - დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს
სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადება - აშშ ელოდება საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს
მამუკა მდინარაძე - დავალება თუ იქნება, კვლავ გაერთიანდებიან და იტყვიან, რომ ჩვენ გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ამას „ნაცი“ რომ ამბობს, ცალკე ანეკდოტია
მამუკა მდინარაძე - ახალი სამმართველო იქნება პირველი რეალური ქმედითი ნაბიჯი, რომ საზოგადოების გახლეჩა, სიძულვილის ენა და ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა აღმოიფხვრას
პეტერ ფიშერი - ჩვენ ვხედავთ ტრენდს ლიბერალიზმის წინააღმდეგ, მთელი პროცესი გახვეულია მეტაფიზიკურ საბურველში, რომ ეს ბუნების ნებაა, რელიგიის საკითხია, ღვთის ნებაა, ამ ნარატივს ვხედავთ აშშ-შიც