ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ -მიხეილ ქარელი
"ბოლო შეხვედრა მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილთან, როდესაც მას ისეთი რიტორიკა, ისეთი საუბარი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი შეთანხმებული იყო უკვე, ხვდებით ალბათ, რას ვგულისხმობ, ანუ დიდ სახელმწიფოებს შორის შეთანხმება იყო და უბრალოდ პატარა ბიძგი და მთლიანად ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა", - ამის შესახებ 2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, მაშინდელი უფროსი, გივი იუკურიძე იმიტომ გადადგა, რომ ე.წ. პოლიტიკური ელიტა მის საქმიანობაში უხეშად ერეოდა და შედეგად, რეგიონი ფართომასშტაბიანი ომის საშიშროების წინაშე დადგა. ამასთან, ქარელმა ხაზი გაუსვა ზურაბ ჟვანიას როლს და აღნიშნა, რომ სწორედ მან აარიდა საქართველოს 2004 წელს ის, რაც 2008 წელს მოხდა და იმ პერიოდში უზრუნველყო კონფლიქტის რეგიონში ვითარების ნორმალიზება.
"რა თქმა უნდა, თითოეული ქართველის, მათ შორის, ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილოთ გაერთიანებული საქართველო. მაშინ, გულწრფელად გეტყვით, რომ დარწმუნებული ვიყავი ასე იქნებოდა, ძალის დემონსტრირება გამოიწვევდა იმას, რომ უპრობლემოდ ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და აღდგებოდა ტერიტორიული მთლიანობა, თუმცა, ყოველდღიურად გაუარესებულმა მდგომარეობამ ადგილობრივ მოსახლეობაშიც სერიოზული შიში გააჩინა.
არაერთხელ აღმოჩენილა ადგილობრივი მოსახლეობა მტრის ხახაში, როდესაც ხელისუფლებას მიუტოვებია ყველაზე რთულ პერიოდში. ამ შიშიდან გამომდინარე, იყო პანიკაც, დაძაბულობაც. სხვათა შორის, მახსოვს, რომ გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელი, ბატონი იუკურიძე, იმის გამო გადადგა თანამდებობიდან, რომ პოლიტიკური ე.წ. ელიტა უხეშად ერეოდა მის ფუნქციებში და ფაქტობრივად, მართვის პროცესებს ჩამოშორებული იყო. ამ მდგომარეობამ იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ომის წინაშე დაგვაყენა და მოსალოდნელი იყო ფაქტობრივად ფართომასშტაბიანი ომი ჩვენს რეგიონში.
ის, რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო მომხდარიყო 2004 წელს, რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ და ფაქტობრივად მან უზრუნველყო, რომ კონფლიქტის ზონაში დეესკალაცია, ჯარების გამოყვანა მომხდარიყო, რომ ნელ-ნელა მდგომარეობის ნორმალიზება და მშვიდობიანი ცხოვრება დაწყებულიყო ჩვენი რეგიონისათვის. ბატონ ზურაბ ჟვანიას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან უდიდეს უბედურებას გადაარჩინა საქართველო მაშინ, რადგან ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ მტრის ძალები უკვე მობილიზებას ახდენდა კავკასიონის იქით მხარეს, იმიერკავკასიაში. ფაქტობრივად, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ძალისხმევით საქართველო კიდევ გადაურჩა დიდ უბედურებას, იმას, რაც 2008 წელს დაგვატყდა თავს", - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო სხდომაზე დღეს განიხილავენ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და 2008 წლის აგვისტოს ომს.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის," რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
,, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
,,აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა''- „ლელო - ძლიერი საქართველო“
„ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული''- ირაკლი კუპრაძე
„იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია - დავით დარჩიაშვილი
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს - შალვა პაპუაშვილი
,,სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს''- შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს
,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე
ვახტანგ მეგრელიშვილი „ქართულ ოცნებას”: ამერიკას რას ვთავაზობთ? რა წინადადებით მივდივართ ამერიკასთან?
შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ინტერესებით უნდა ვესაუბროთ სხვებს და არა მათ ინტერესებს მოვარგოთ ჩვენი შიდა პოლიტიკა, სასამართლო და სხვა საკითხები
,,ქართული ოცნების და ამ ქვეყნის მთავარი ეროვნული ამოცანა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა''- შალვა პაპუაშვილი
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის სახით ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს''- პაპუაშვილი
,,ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია''- მაკა ბოჭორიშვილი
იენს სტოლტენბერგი - არ არსებობს გარანტია, რომ ნატო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას გადაურჩება