ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა, ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა-გია ბარამიძე

დიდი ვნებათაღელვაა, სალომე ზურაბიშვილის ახალ პლატფორმაზე ენმ-ს რა პოზიცია აქვს? ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა. დრომ კარგად დაგვანახა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა, რადგან ამისთვის სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბარამიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ამ პარტიის გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია.

„როცა გინდა, იყო ადამიანების (ან პოლიტიკური ძალების) ლიდერი, აუცილებელი პირობაა, იყო ჯერ (პირველ რიგში) ამ ადამიანების თანამებრძოლი. თანამებრძოლობა გულისხმობს ერთმანეთის პატივისცემას. ყველამ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ენმ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ჩვენი გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია. მეტიც, ენმ-ს დამფუძნებელი და უალტერნატივო ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც კი არასდროს მოუხსენებია. არაფერს ვამბობ, რომ თავის დროზე, ქალბატონ პრეზიდენტს შეეძლო, გამოეყენებია მის ხელში (კომპეტენციაში) არსებული ბერკეტი და იგი პუტინის მძევლობიდან გაეთავისუფლებია – გამოიყენებდა რა შეწყალების მექანიზმს.

ეს მაინც რომ გაეკეთებინა, ივანიშვილის მონა მოსამართლე ვერ გამოიყენებდა სასჯელების შეკრებითობის პრინციპს და მიშას 12.5 წელს ვერ მიუსჯიდა. ამიტომ საუბარი, რომ „მერე რა, რომ არ შეიწყალა“, აზრმოკლებულია.

ამის მიუხედავად, ჩვენი ემოციები თუ უთანხმოება გადავდეთ უკანა პლანზე და ქალბატონი ზურაბიშვილის პლატფორმის ყველა შეხვედრასა თუ კონსულტაციაში მივიღეთ მონაწილეობა. უდავოა, ქალბატონ ზურაბიშვილს ჰყავს თავისი მხარდამჭერები და მიმდევრები.

იგი მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში თავისი პარტიის შექმნაზეც საუბრობდა. ჩვენ პატივს ვცემთ მის მომხრეებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში მათი ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი. ისევე, როგორც ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს თუ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ოდნავ მაინც, რეალურად, რამეს გააკეთებს რუსული, მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის დასამარცხებლად. ამიტომ ჩვენ, ამ პატივისცემისა და ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ვითანამშრომლებთ ყველა ამგვარ პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან. ასევე ერთგული ვრჩებით, ჩვენ მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტიის“ პრინციპებისა.

ამავდროულად, ყველას მინდა გავახსენო, რომ რეჟიმთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი ხედვა და მიზნები დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა და გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი მიზანია ყველა დემოკრატიული, პატრიოტული ძალის ერთიანობა.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ბრძოლით გაცილებით მეტს და სწრაფად მივაღწევთ. ერთიანობას ითხოვს ჩვენი საზოგადოებაც. ერთიანობა რომ ჩვენი ბრძოლის მთავარი გზა არის, ამის გამო (გაგახსენებთ) ენმ-ს ოფიციალური, იურიდიული სახელიც კი შევუცვალეთ და მას ახლა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – წერს გიორგი ბარამიძე.

ამასთან, გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ, სამწუხაროდ, ვერც არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ, დღემდე ძირითადი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ვერ მოხერხდა.

„ვერ შეძლო ეს ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესმა. უფრო მეტიც, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ახლახან განაცხადა, თურმე „ერთიანობის იდეა შემოგდებულიაო“. ცხადია, ასეთი დამოკიდებულებით იგი ოპოზიციის ერთიანობაზე არც და ვერც იმუშავებდა. შედეგიც სახეზეა.

დაიკარგა ძალიან დიდი და ძვირფასი დრო. ქართველი ხალხის პროტესტს სანუკვარი შედეგი ჯერ არ მოუტანია. ჩვენი საზოგადოება გაწბილებულია და სამართლიანად საყვედურობს ყველა ოპოზიციურ პარტიასა თუ ლიდერს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩვენი საზოგადოების ძალისხმევას მნიშვნელობა არ ჰქონდა და გარკვეული შედეგები არ მოუტანია. სწორედ ხალხის პროტესტის დამსახურებაა, რომ ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა მსოფლიოში ნორმალურმა არავინ აღიარა, მის ე.წ. პარლამენტში არავინ შევიდა, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა რეჟიმს სანქციები დაუწესეს და სხვა.

ასე რომ, არც უიმედობას უნდა მივეცეთ, არც ის ვთქვათ, რომ არაფერი გამოვა ან ბრძოლას აზრი არ აქვს. აქვს და შედეგი აუცილებლად მოვა და საერთო გამარჯვებას, მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ.

ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, ენმ გააგრძელებს საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას. ასევე ჩვენი გუნდი, ქვეყნის ყველა ჯანსაღ, პატრიოტულ ძალასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

ამავდროულად, მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან, ენმ დევნისა და გაუქმების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ პარტიის რეფორმირებასა და გაძლიერებას.

ენმ არის იდეა. ენმ არის ჩვენი ხალხი, ვინც ამ იდეის გარშემო მიშამ გააერთიანა. ენმ იდეა არის გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული, ქართული, მაშასადამე, ევროპული სახელმწიფოს აშენება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.

არა მოღალატე კრიმინალთა რეჟიმს! თავისუფლება მიშას და ივანიშვილის ბანდის ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს! – წერს გიორგი ბარამიძე.

 

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი
,, რადიკალური ოპოზიცია არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ლობისტები არიან''- ზურაბ ქადაგიძე
,,როდესაც ვამბობთ, რომ სექტორში ფასნამატი არის 86%, აქ დღგ-ს კომპონენტი საერთოდ არ შედის''- შოთა ბერეკაშვილი
კომპანია „ქართული აგრო პროდუქტის“ წარმომადგენელი: სამი ქსელიდან უბრალოდ გამოგვისტუმრეს