აჭარა ჩემთვის უცხო არ არის - ინტერვიუ „პირველ აჭარელ კოსმონავტთან“

რუსული გაზეთის „ლიტერატურნაია გაზეტას“ («Литературная газета») 7 აპრილის ნომერში დაბეჭდილია ინტერვიუ... „პირველ აჭარელ კოსმონავტთან“ - ფიოდორ იურჩიხინთან, რომელიც 1959 წელს საქართველოში, ქალაქ ბათუმში დაიბადა და გაიზარდა. მან 1976 წელს დაამთავრა ქალაქის მე-5 საშუალო სკოლა, ხოლო 1983 წელს - მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი.

 

ფიოდორ იურჩიხინი კოსმოსში პირველად ამერიკული „შატლით“ გაფრინდა, 2002 წელს. მუშაობდა დედამიწის ორბიტაზე არსებულ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. იგი წარმოშობით პონტოელი ბერძენია და ამჟამად სალონიკში ცხოვრობს. 

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

 

- ფიოდორ ნიკოლაევიჩ, თქვენ ზოგჯერ „პირველ აჭარელ კოსმონავტს“ და „პირველ ბერძენ კოსმონავტსაც“ გიწოდებენ...

 

- დიახ, საბერძნეთში მე სწორედ ასე მიწოდებენ... თუმცა მე უფრო რუსი კოსმონავტი ვარ. რაც შეეხება აჭარას... დიახ, მე საქართველოში, ბათუმში დავიბადე. რა თქმა უნდა, აჭარა ჩემთვის უცხო არ არის. შორიდან რომ დავინახო ბათუმში ორი ადამიანი, რომლებიც ერთმანეთს ხელებს უქნევენ და ყვირიან, უკვე ვიცი - ისინი კი არ ჩხუბობენ და საცემად კი არ იწევენ, არამედ ლაპარაკობენ. როცა რუსეთში წავედი, მეც დიდი ხნის განმავლობაში შემომრჩა სამხრეთელებისათვის დამახასიათებელი ასეთი ჟესტიკულაცია...

 

„აჭარელ კოსმონავტთან“ დაკავშირებით ვიტყვი, რომ მე ჯერ კიდევ მაქვს სახლში ბათუმში გამოშვებული კალენდარი ჩემი ფოტოსურათით, რომელზეც ასეთი წარწერაა - „აჭარის პირველი კოსმონავტი“. აჭარის ავტონომიის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მე მას ვუთხარი, რომ პირველი კი არ ვარ, არამედ მესამე-მეთქი. ასლან იბრაგიმოვიჩს გაუკვირდა: პირველი და მეორე ვინ არიან? გავახსენე ისტორია, რომელიც ბათუმში 1970-იან წლებში მოხდა: ორმა პოლიციელმა უსაქმობის გამო გადაწყვიტა ატრაქციონზე „თვითმფრინავებით“გაესეირნა. იმ დროს ასეთი ატრაქციონები ბათუმის თითქმის ყოველ პარკში მუშაობდა. მოკლედ, „აამუშავეს“ მათ ეს „თვითმფრინავი“, ჩახტნენ შიგ და „გაფრინდნენ“, მაგრამ გამორთვა ვეღარ შეძლეს. ასე „იფრინეს“ მანამ, სანამ მათ ყვირილზე ხალხი არ მივიდა და ატრაქციონი არ გამორთეს. გაზეთ „საბჭოთა აჭარაში“ კი დაიბეჭდა სატირულ-იუმორისტული სტატია სათაურით „პირველი აჭარელი კოსმონავტები“.

 

- როგორც ჩანს, ბათუმელმა მილიციონერებმა საკუთარი თავი კოსმოსში გასაფრენად“ ცენტრიფუგით გამოსცადეს... მართალია, რომ თქვენ ბათუმის მე-5 საშუალო სკოლაში სწავლობდით?

 

- ბავშვობიდან ვოცნებობდი კოსმონავტობაზე, მინდოდა სამხედრო სასწავლებელში მესწავლა... მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ კოსმონავტობაზე დიდი კონკურსი იყო - დედამიწის ორბიტაზე გაფრენა სამი ათას მფრინავს სურდა... რადგანაც მათემატიკასა და ფიზიკას კარგად ვსწავლობდი, მაინც ჩავაბარე მისაღები საავიაციო ინსტიტუტში. როცა დავამთავრე, მუშაობა საწარმოო გაერთიანება „ენერგიაში“ დავიწყე.

 

- თქვენ კარგად გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირს დიდი წარმატებები ჰქონდა მიღწეული კოსმოსის ათვისებაში, მაგრამ 1990-იან წლებში ბევრი პროექტი დაიხურა, რომლებზეც ჯერ კიდევ სერგეი კოროლიოვი მუშაობდა. დღეს ვხედავთ, თუ რა წარმატებები აქვთ ამერიკას და ჩინეთს... საწყენია, ხომ?

 

- რა თქმა უნდა, საწყენია. სხვათა შორის, სწორედ „ენერგიაში“ შეიქმნა მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდი „ბურანი“. ამ პროექტზე ათასობით საწარმო მუშაობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ყველაფერი დაიშალა. ჩემს მშობლიურ საქართველოში იყო დიდი საავიაციო ქარხანა, სადაც ქართველი ინჟინრები და კონსტრუქტორები კოსმოსში, დედამიწის ორბიტაზე გასაშლელ გიგანტურ ელემენტებს ქმნიდნენ, ბათუმში კი მუშაობდა საკავშირო დაქვემდებარების მქონე მანქანათმშენებლი ქარხანა. სამწუხაროდ, დღეს ეს საწარმოები ფაქტიურად ან გაჩერებულნი არიან, ან აღარ არსებობენ.

 

წყარო: https://lgz.ru/article/14-6779-07-04-2021/fyedor-yurchikhin-lunnuyu-programmu-luchshe-otdat-robotam/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“