3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სრულიად დაუგეგმავად შანსი გექნებათ სარფიანი, საქმიანი მოლაპარაკებები აწარმოოთ მეგობართან ღონისძიებაზე, სტუმრად ან სხვა უცნაურ სიტუაციაში... შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომლიც დიდ გავლენას იქონიებს თქვენს კარიერაზე და ზოგადად ცხოვრებაზე.

 

კურო

კარგი დღეა თქვენი თქვენი ჩანაფიქრების რეალიზებისთვის. ჩამოაყალიბეთ ამბიციური გეგმა ყველა წვრილმანის გათვლით, იქნება ეს კარიერული სფერო თუ პირადი ცხოვრების მოწყობა. მოემზადეთ სტარტისთვის!

 

ტყუპები

შესაძლოა შეიტყოთ ამბავი, რომელიც გზას გაგიხსნით ახალი წარმატებისაკენ - შეიძლება ეს იყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის არ იყო განკუთვნილი და შემთხვევით მოისმინეთ.

 

კირჩხიბი

საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და უნარი სხვისი თვალით შეხედოთ თქვენს ქმედებებს, დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ ვითარება, გაიაზროთ: სად აჩქარდით, რა არ გააკეთეთ სწორად.

 

ლომი

შესაძლებელია დღეს არჩევანის წინაშე დადგეთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდეთ, რადგან ყველა ვარიანტს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. უკეთესი იქნება თუ არ იჩქარებთ და დროს მოიგებთ, შესაძლოა უფრო საინტერესო ვარიანტი გამოჩნდეს.

 

ქალწული

მოუსმინეთ სხვათა რჩევებს და თუ საჭიროება მოითხოვს ნუ ითაკილებთ რჩევა ჰკითხოთ უფრო გამოცდილ ადამიანს, იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო, სწავლა არასოდეს არის გვიანი.

 

სასწორი

ეცადეთ სწორად და ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები. თუ აღმოაჩენთ, რომ ვერაფერს მიაღწიეთ ცხოვრებაში და ერთ ადგილს ტკეპნით, დაფიქრდით, დრო ხომ არ დადგა ცვლილებებისთვის?!..

 

მორიელი

შესაძლოა ვიღაც შეეცადოს თქვენი ავტორიტეტის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას, ან სცადონ ჩაგითრიონ ავანტიურულ საქმეში, ამით კი თქვენს სამსახურებრივ მდგომარეობას შეექმნება საფრთხე. იყავით წინდახედული!

 

მშვილდოსანი

გაუგებრობების დღეა, ნუ ეცდებით გარემოებებში ვინმეს დადანაშაულებას, სრულიად მარტივ საკითხებსაც კი კამათი და გაუგებრობები მოაქვს, სასურველია დროებით დათმოთ პოზიციები, დაზოგეთ თქვენი ძალები და დაისვენეთ.

 

თხის რქა

მხოლოდ ფაქტები, ციფრები და სტატისტიკის ენა დაგეხმარებათ მოიპოვოთ გარშემომყოფთა თანადგომა და პატივისცემა. დღევანდელი დღე თქვენგან სიზუსტეს და ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს, აი ვარაუდებით საუბრით ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.

 

მერწყული

დღეს ნებისმიერ სირთულეს იოლად გაართმევთ თავს, ეს თქვენი გონებრივი შესაძლებლობების, ძალისხმევისა და მობილიზების შედეგია. ცოტა მოთმინება და სათანადოდ დაგიფასდებათ შრომაც და მონდომებაც.

 

თევზები

კარგი დღეა ჯგუფური საქმიანობისთვის ან მნიშვნელოვანი ვალდებულებებისა და დავალებების შესრულებისთვის, მხოლოდ აუცილებელი პირობაა კარგად იყოთ გარკვეული ვის რა გევალებათ და რაზე ხართ პასუხისმგებელი.





მსგავსი სიახლეები
14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
პირველი აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი