factcheck.ge სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მიერ 2012 წელს დაფუძნებული ასოციაციის პროექტია და მილიონ ლარამდე დაფინანსებას იღებს - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტარი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში მამხილებელ სტატუსს აქვეყნებს:

 

 

ორი თვის წინ მივმართე factcheck.ge-ს, გადაემოწმებინა "ევროპული საქართველოს" ცნობილი ცხრილი. საქმე ეხება აბსოლუტურად გამოგონილი რიცხვების კიდევ უფრო დაუჯერებელ მანიპულაციას, რომლითაც "ევროპული საქართველო", დღემდე, არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს.

ყველა სიტყვის სისწორეზე მოდარაჯე factcheck.ge "ევროპული საქართველოს" ამ ცხრილს არჩევნებიდან ოთხი თვის თავზეც, რატომღაც, ჯიუტად არ იმჩნევდა. factcheck.ge-ს საჯაროდ მივმართე და პირადადაც მივწერე. მას შემდეგ ორი თვე გავიდა. რამდენჯერმე შეხსენების შემდეგ, ბოლოს, მომწერეს: პანდემიაა, ბევრი საქმე გვაქვს, მომავალ კვირას შევეცდებითო. ის მომავალი კვირაც გავიდა. ან კი, ამაზე მნიშვნელოვანი რა საქმე აქვთ, რომ არჩევნებიდან ექვს თვეშიც კი ვერ შეძლეს "არჩევნების გაყალბების" ასეთი თვალსაჩინო მტკიცებულების გადამოწმება. გასაკვირი იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი.

factcheck.ge სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას მიერ 2012 წელს დაფუძნებული "საქართველოს რეფორმების ასოციაციის პროექტია. https://bit.ly/3vBt2cn.

დეზინფორმაციის მხილება, ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც, სხვადასხვა დონორისგან 1 000 000 ლარამდე დაფინანსებას იღებს, თუმცა, როგორც ჩანს, ამხელს იმას, რაც უნდა და არ ამხელს იმას, რაც არ უნდა.

ალბათ, "არ უნდა და არ ამხელს" კატეგორიიდანაა ისიც, რომ factcheck.ge-ის ვერდიქტებს თუ დავუჯერებთ, სერგი კაპანაძის და ელენე ხოშტარიას ნათქვამები არასდროს ყოფილა ტყუილი ან მანიპულაციური, თქვენ წარმოიდგინეთ, მცდარიც კი არ ყოფილა... არასდროს.... საერთოდ... .

ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, როგორ შეთამაშებულად მოქმედებდნენ პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ორგანიზაციები არჩევნებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებაში.

და, ბედიის ირონიაა, რომ "ქართული ოცნების" დისკრედიტაციის მიზნით ჩაფიქრებული კამპანია, საბოლოოდ, ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციით დასრულდა.

სახელგატეხილ ოპოზიციაზე არც ვწუხვარ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოური ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარ ფულს, საზოგადოებრივი საქმის ნაცვლად, პარტიული დღის წესრიგის გატარებაში იყენებს.

***

P.შ. სხვათა შორის, ბევრი სახელიანი ორგანიზაციაც იღებს დაფინანსებას დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, მაგრამ არცერთ მათგანს, სამწუხაროდ, ხმა არ ამოუღია, როცა არჩევნებთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის ნიაღვარი მოდიოდა და ამ ქვეყანას, სწორედ მაგ დროს, ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიყალბის და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევა.





მსგავსი სიახლეები
"ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები" - კობახიძე
მოსამართლეებისათვის სანქციების დაწესება არის ქართული სამართლებრივი სახელმწიფოს პირდაპირი შევიწროება - თამთა მეგრელიშვილი
“ქაჯ არარაობა ღარიბაშვილს რა ეგონა, შვილს პენსილვანიის უნივერსტეტში გაუშვებს სასწავლებლად?” – სამადაშვილ
,,თუ კოქტეილის სროლაზე სახელმწიფო რეაგირებას არ მოახდენს, მაშინ შემდეგ მიტინგზე ყველა ჩაიდებს ჯიბეში ერთ კოქტეილს“ - ირაკლი ჩავლეიშვილი
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრდნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?! - ანდრია გვიდიანი
“ამ სანქციებს ფასი არ ექნება” – თალაკვაძე
,,ეს არის პირდაპირ ომის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისადმი იმის გამო, რომ საქართველო არ ჩაება მიმდინარე ომში''- ედიშერ გვენეტაძე ბლინკენის განცხადებაზე
,,ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად''- ირაკლი გოგავა
,, 9 აპრილამდე, ნაცების მორიგ შეკრებამდე, თამაშდება მოკლევადიანი გეგმა” – დავით ქართველიშვილი
სრულდება ამ ჯოჯოხეთის მმართველობა, რასაც ჰქვია ვლადიმერ პუტინი - ჩარკვიანი მოსამართლეთა სანქცირებაზე
გადაწყვეტილება დაგვიანებული, თუმცა მისასალმებელია - ჯიმ რიში მოსამართლეების დასანქცირებაზე
"ეს არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა!''- დიმიტრი სამხარაძე
სანქცირებაში მოხვდებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მთავრობის წევრები, ივანიშვილი და მისი ოჯახი, გვექნება ვადამდელი - ნათელაშვილი
ეს არის საერთო გზავნილი, რომ მათ იმოქმედონ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრების” მითითებების შესაბამისად და არა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით - ვატო შაქარიშვილი
,,ახლა დროა ივანიშვილი გამოვიდეს და აიღოს მისი პერსონალური პასუხისმგებლობა'' - გიორგი გახარია
,,ჩვენთან აქვთ დიდი გული ამ...'' - ხათუნა ხოფერია:
პირველად საქართველოს ისტორიაში კლანის 4 წევრი დასანქცირებულია, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - ხატია დეკანოიძე
შემდეგი უკვე ღარიბაშვილს აუხსნიან სად არის პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც მისი შვილი სწავლობს - ხუხაშვილი მოსამართლეების სანქცირებაზე
მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი, შებღალეს სასამართლოს უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი - დეგნანი მურუსიძე-ჩინჩალაძის დასანქცირებაზე
სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს - ლევან მურუსიძე სანქცირებაზე