მშვიდობა გვირაბის ბოლოს: რატომ დაბრუნდა ოპოზიცია პარლამენტში

 

რუსეთის გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მშვიდობა გვირაბის ბოლოს: რატომ დაბრუნდა ოპოზიცია საქართველოს პარლამენტში“, რომელშიც მიმოხილულია ქართულ საშინაო პოლიტიკაში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები, კერძოდ, ოპოზიციური ძალების გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების თაობაზე (ავტორი - იგორ კარმაზინი).


„საქართველოს ოპოზიციამ დაასრული ექვსთვიანი ბოიკოტი და პარლამენტში დაბრუნდა. პოლიტიკური შერიგების მთავარი მიზეზი გახდა ევროკავშირის პოზიცია, რომლის წარმომადგენლები მმართველ პარტიას და მის ოპონენტებს კომპრომისისკენ უბიძგებდნენ. ამასთან, ქვეყნის უმსხვილესი ოპოზიციური გაერთიანება, რომლის ფაქტიურ ლიდერად მიხეილ სააკაშვილი ითვლება - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - პარლამენტის ბოიკოტს განაგრძობს. თვითონ სააკაშვილი კი კვლავ აცხადებს, რომ შემოდგომაზე სამშობლოში დაბრუნდება. „იზვესტიამ“ გადაწყვიტა სიტუაციაში ვრცლად გარკვეულიყო: რა ხდება ამჟამად საქართველოში და რა პერსპექტივები იკვეთება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შედგება.


„ყველას დაგიმახსოვრებთ!“


სტატიის ამ ქვესათაურის მქონე ნაწილში გადმოცემულია ოპოზიციური 13 დეპუტატის შესვლის ფაქტი პარლამენტში: მათი ნაბიჯი „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წევრებმა (ეს პარტია ბოიკოტს ისევ აგრძელებს) „მოღალატეობად“, „მონურ მორჩილებად“ შერაცხეს და გამფრთხილებელ-დამამუქრებელი ტონით განაცხადეს: „ყველას დაგიმახსოვრებთ!“. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ოპოზიციის დაბრუნება საკანონმდებლო ორგანოში ოპონენტების დამარცხებად შეაფასეს, ოპონენტები კი ამბობენ, ხელისუფლებამ შეთანხმებაზე ხელმოწერით ქვეყანაში პრობლემების არსებობა აღიარა.


„სამაჯურების მბრძანებელი“


ავტორი მკითხველს აცნობს ნიკანორ მელიას გადაწყვეტილების შედეგებს: „ერთიანი ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ საჯაროდ მოიხსნა მაკონტროლებელი სამაჯური, რომელიც მას სასამართლოს გადაწყვეტილებით შეაბეს 2019 წლის მოვლენებთან დაკავშირებით და უარი განაცხადა გირაოს შეტანაზე. ქართველმა სამარტლადამცველება იგი დააკავეს, რამაც განხეთქილება შეიტანა მმართველ პარტიაში: პრემიერი და მისი მთავრობა გადადგა.


„იძულება შეთანხმებაზე“


საქართველოში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ პოლიტიკური კრიზისის გადალახვა შეუძლებელი ჩანდა. მაგრამ რადგანაც მმართველებსა და ოპოზიციონერებს შორის მიმდინარე ცხარე ბრძოლა არც ევროკავშირს აწყობდა და არც ამერიკის შეერთბეულ შტატებს (აშშ და ევროპა შიშობდნენ, რომ ვაითუ ხელისუფლებაში მოულოდნელი მოქმედი პირები მოვიდნენო, თანაც მათ არ სურდათ „ნაცმოძრაობის“ არაპროგნოზირებადი დამაარსებლის გაძლიერება). ევროკავშირმა აქტიური მოქმედება დაიწყო კრიზისი გადასაჭრელად: საქართველოში ჩავიდა თვით ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელმაც შეიმუშავა კომპრომისული შეთანხმების პროექტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ბრიუსელს მათ მიმართ გარკვეული მუქარებიც კი დაჭირდა, რომ მხარეები კომპრომისზე დათანხმებულიყვნენ. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი („ნაცმოძრაობის“ გარდა) იძულებულნი გახდნენ კომპრომისზე წასულიყვნენ. ამით დასრულდა დაპირისპირების „ცხელი ფაზა“ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ რა იქნება შემდეგ?


„შემოდგომის მარათონი“: ორმაგი პოპულიზმის პერსპექტივა


ექსპერტები ამბობენ, რომ ქართულ პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება მხოლოდ ფორმალურად გადალახული: „სიღრმული მიზეზები არ გამქრალან. ერთი მხრივ, ქართული საზოგადოება ორად გაყოფილი რჩება - აქტიური უმცირესობა მხარს უჭერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პასიური უმრავლესობა კი - მმართველ „ქართულ ოცნებას“; მეორე მხრივ, სახეზეა ოპოზიციის განსაკუთრებული [შეიძლება ითქვას, „პრივილეგირებული“] მდგომარეობა - ქვეყანა აშშ-სა და ევროკავშირის ყურადღების ქვეშ იმყოფება, ამიტომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ოპონენტების მოქმედებაზე ხისტი რეაგირება მოახდინოს მათი მხრიდან კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი. რასაკვირველია, ოპოზიცია გრძნობს დაუსჯელობას და იმასაც, რომ ხელისუფლებაში მოსვლა გაუჭირდება, ამიტომ „ნაცმოძრაობა“ მუდმივად „ცეცხლს უნთებს“ კრიზისს, რომ იტივტივოს... არ გამიკვირდება, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ დაპირისპირებამ ახალი ძალით იფეთქოს და ისევ „ცხელ ფაზაში“ გადავიდეს’, - ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის («МГИМО»)  კავკასიის პრობლემებისა და რეგიონული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრის წამყვანი სამეცნიერო თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი.


პოლიტოლოგ არტურ ატაევის აზრით, ამჟამად საქართველოში პოლიტიკური კრიზისი პაუზის ფაზაში გადავიდა, ანუ ეს ნიშნავს, რომ დაპირისპირება მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის საბოლოოდ გადალახული არ არის: „შემოდგომაზე ქვეყანაში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა ჩატარდეს. არ არის გამორიცხული, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 43%-ზე ნაკლები მიიღოს. მაშინ, როგორც კომპრომისულ შეთანხმებაშია ჩაწერილი, შეიძლება ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. გასაგებია, რომ ოპოზიცია სწორედ ამ სცენარის რეალიზებას შეეცდება. დღეისათვის საქართველოში მძიმე ეკონომიკური სიტუაციაა. ამ ფონზე ჩვენ პოპულისტური დაპირებების მომსწრენი გავხდებით - როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის ნაწილის დაბრუნება პარლამენტში არ ნიშნავს იმას, რომ  ქვეყანას მშვიდობიანი ცხოვრების გარანტია ექნება“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.


წყარო: https://iz.ru/1158203/igor-karmazin/mir-v-kontce-tonnelia-pochemu-oppozitciia-vernulas-v-parlament-gruzii

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“