მომავალი პანდემიის შემდგომ: ჩვენ პირადი შეხვედრების აუცილებლობაზე ვიფიქრებთ

როგორი იქნება მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ? გერმანული გაზეთის „დი ცეიტ“-სათვის  («Die Zeit»)  მიცემულ ინტერვიუში სათაურით „მომავალი პანდემიის შემდგომ: „ჩვენ პირადი შეხვედრების აუცილებლობაზე ვიფიქრებთ“ ფუტუროლოგებმა თავიანთი თვალსაზრისი გამოხატეს იმაზე, თუ როგორ შეიცვლებიან ქალაქები, სამსახურის რეჟიმი, კვება და საერთოდ, ადამიანებს შორის ურთიერთობა.

 

„ჩვენ ბოლო წლებში ციფრულ ემპათიას მივეჩვიეთ - თანაგრძნობას, ემოციებს შორიდან გამოვხატავდით, მაგრამ მალე, ალბათ, სამგანზომილებიანი ფორმატიდან ორიანზე გადავალთ. უფრო ყურადღებიანი ვიქნებით ერთმანეთისადმი, ხშირად პირადად შევხვდებით ჩვენს ახლობელ ადამიანებს. კორონავირუსის პანდემიამ ბიძგი მისცა ადამიანებს ჩაფიქრდნენ შეხვედრების აუცილებლობაზე -  არა მარტო პროფესიული, არამედ პირადული კონტექსტითაც“, ამბობს აქსელ ცვეკი, ფუტუროლოგის ლექტორი ახენის რეინ-ვესტფალიის უნივერსიტეტიდან.

 

„პანდემიის შედეგად, სხვა ტრასპორტთან შედარებით, ველოსიპედი აბსოლუტურად გამარჯვებული გამოვა“, - ამბობს ბერლინელი ფუტუროლოგი შტეფან კარსტენი, - ბევრ ქვეყანაში უკვე შეიმჩნევა ველოსიპედებზე გადასვლის ტენდენცია. პანდემია ხომ ადამიანის ჯანმრთელობის კრიზისია, შესაბამისად,, ადამიანები თავიანთ ფიზიკურ მდგომარეობას, ფიზიკურ აქტიურობას სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ - მით უმეტეს, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი რისკის ზონა გახდა (...) ველოსიპედი ამ მხრივ საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს, ავტომობილი მალე ადგილს სწორედ მას დაუთმობს“.

 

„დღეს კვების ახალი პროდუქტების მოხმარების ბუმის პერიოდში ვართ, რაც პანდემიის შემდეგაც გაგრძელდება, - ამბობს კვების ექსპერტი ჰანა რიუტცერი, - სასადილოებში, კაფე-რესტორნებში კვების ნაცვლად ბევრმა კერძების სახლში მომზადება დაიწყო. მნიშვნელოვნად გაიზარდა სამზარეულოში და ბინაში ყოფნის დრო, პარალელურად კი იმის გაცნობიერებამ, თუ რას ვჭამთ. ასე რომ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს უფრო მეტი მნიშვნელობა მიეცემა, ვიდრე ეს ადრე იყო... ასევე გაგრძელდება ინტერნეტით საჭმელების დაკვეთის გაფართოების ტენდენცია. პანდემიამ საჭმლის მიღების პირობებიც შეცვალა: ბევრ ადამიანს ისევ გაუჩნდა შესაძლებლობა მთელ ოჯახთან ერთად ისაუზმოს, ისადილოს და ივახშმოს. ზოგს ამის დრო 10-20 და 30 წლის განმავლობაშიც კი არ ჰქონია. კვების აუცილებლობამ პანდემიის პირობებში ოჯახის წევრების დაახლოება გამოიწვია. ფიზიკურადაც და ემოციურადაც“.

 

„გამოკვლევები გვაჩვენებს, რომ საოფისე მუშაობის დრო მინიმუმ 20-30%-ით შემცირდა. ასევე მნიშვნელოვნად მოიკლო მივლინებების რაოდენობამაც. თუმცა, რასაკვირველია, სამომავლოდ სამუშაოს მხოლოდ ციფრული ხასიათი არ ექნება, მე ამას არარეალურად ვთვლი. ბევრ პროფესიაში დისტანციური მუშაობა შეუძლებელია. სავარაუდოდ, სამუშაო ადგილებს წარმოებაში და საცალო ვაჭრობის სფეროში, ალბათ,რობოტები დაიკავებენ“, - აცხადებს ფუტუროლოგიისა და ტრანსფორმაციის ექსპერტი სვენ გეთი. მისი თქმით, „პანდემიის დროს გაიზარდა თანამშრომელთა „გამოწვის“ დონე: სახლში მუშაობის დროს ჩვენ ზოგჯერ ზედმეტად ვიხარჯებით. ამიტომაც მოგვიწევს პასუხის გაცემა კითხვებზე: როგორ მივაღწიოთ მუშაობის ბალანსს? ეს დასაქმებულმა უნდა გააკეთოს და თუ დამსაქმებელმა? სამომავლოდ უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ისეთ მუშაობას, სადაც ერთმანეთს უთავსდება დასვენება და სამუშაო, სტრუქტურა და დამოუკიდებლობა“.

 

„პანდემიის პირობებში მოხმარების სფერომ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, - ამბობს სოციოლოგი და ფუტუროლოგი ქრისტიან შულდტი, - მომხმარებელს მეტი დრო აქვს და ის უფრო გაცნობიერებული გახდა, რაც რაოდენობიდან ხარისხზე გადასვლას ნიშნავს. იგი სულ უფრო მეტს ფიქრობს სისტემურად: სად არის წარმოებული საქონელი, როგორ პირობებში? ესე იგი, შესაბამისად, იზრდება ყურადღება ადგილობრივი პროდუქციისა და მისი მწარმოებელის მიმართ. პანდემიამ თვალსაჩინოდ გვაჩვენა, თუ რამდენად მყიფეა წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენზე - მომხმარებლებზე. გაძლიერდება კონკურენცია ონლაინ-შოპინგის სფეროში, რაც ტრადიციული ქსელური მაღაზიების ტრანსფორმაციას გამოიწვევს“.

 

წყარო:https://www.zeit.de/zeit-magazin/leben/2021-04/zukunft-corona-pandemie-mobilitaet-familie-arbeit-wirtschaft-zukunftsforschung/komplettansicht?utm_referrer=https%3A%2F%2Fwww.inopressa.ru%2F

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
„დიდ“ ბრიტანეთს აზიელები მართავენ“ - რას წერს „ალ-მასრი ალ-იოუმი“
„ევროკავშირმა ვერ გათვალა, რომ უკრაინულ ხორბალს ასეთი ნეგატიური ეფექტი ექნებოდა“ - რას წერს "ლე ფიგარო"
"გერმანია უარს აცხადებს უკრაინისათვის სამომავლოდ დამატებითი იარაღის მიწოდებაზე" - The Daiy Telegraph
„დასავლეთის ურთიერთობა აფრიკისა და აზიის ქვეყნებთან კრახის ზღვარზეა, რუსეთის სასარგებლოდ“
„პოსტსაბჭოთა ქვეყნებს სურთ მსოფლიო მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დაინახონ" - რას წერს უცხოური პრესა
"და ისევ ყირიმი" - რას წერს ფრანგული ჟურნალი
როგორ გადააქცია რუსეთმა ამერიკის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი შემზარავ დეზინფორმაციად - The Washington Post
„პუტინის დაპატიმრების“ რეპრიზი სომხურ-რუსულ ცირკში, შექსპირული სტილით“ - რას წერს უცხოური პრესა
„გერმანია უკრაინისათვის იარაღით დახმარებას გაზრდის“ - უცხოური პრესა
"სააკაშვილმა სისტემა შექმნა, რომელიც პირდაპირ ახორციელებდა ადამიანთა მოკვდინებას, დაშინებას, ტერორსა და შანტაჟს"
"დათვი და დრაკონი: რუსეთისა და ჩინეთის კავშირი რეალური გახდა" - Parlamentní listy
„რომელი უფრო ძლიერია - რუსეთისა თუ ჩინეთის არმია?“ - რას წერს „ლე ფიგარო“
"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt
"ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები" - რას წერს იაპონური გამოცემა
"ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ყოფნის მიუხედავად, კიევ-პეკინს შორის დიალოგი მაინც შესაძლებელია" - The Guardian
"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal
"ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?" - Newsweek
"ჩემი მხარდაჭერა ყველა ქალს, ვინც სექსუალური შევიწროების და ძალადობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს"
"კიევისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა პირობითია" - The Guardian
"ამერიკის საფინანსო სისტემას კრიზისი ემუქრება" - რას წერს გაზეთი „საბაჰი“