მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თეატრი ემიჯნება დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.
"ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.
აღნიშნულიდან გამომდინარე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები," - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
თამარ მაყაშვილმა გუშინ სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა:
"გულწრფელად ვნანობ! მეტი, არ ვიცი, რა გავაკეთო? მე მაპატიეთ!“ - მსახიობმა თამარ მაყაშვილმა ბოდიშის მოხდა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორი დღის წინ, "იმედზე“ ერთ-ერთ გადაცემაში "ხულელი ბავშვი“ დამკნინებელ კონტექსტში მოიხსენია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსკა მაყაშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ, "იმედზე" შაბათ-კვირის გადაცემაში წამყვნად დაიწყო მუშაობა. ერთ-ერთ პირველ სტუმრად კი საკუთარი დედა, თამარ მაყაშვილი მიიწვია.
გადაცემაში მაყაშვილი ჰყვება, რომ მკაცრი დედა იყო და ყოველთვის აკონტროლებდა შვილების ჩაცმულობას.
"არასოდეს ვაცმევდი სულელურ კაბებს. იმ დღეს გავიხედე და კატოს (რუსკას შვილი) არ აცვია ხულელი ბავშვივით, საშინელი ბეშუმური კაბა. კინაღამ გული გამისკდა, ბავშვს რა ჩააცვი-მეთქი და გავერთეო... “ - ამბობს მაყაშვილი. მსახიობის ამ ნათქვამს სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
საზოგადოების რეაქციების შემდეგ მაყაშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე ბოდიშის ტექსტი გამოაქვეყნა.
"მე მაპატიეთ, თუკი ვინმეს უნებურად გაწყენინეთ! ნამდვილად არ მახასიათებს! ძალიან მაწუხებს არაწორად ნათქვამი და გაგებული! ღმერთი-რჯული, არც გამივლია გულში მსგავსი რამ!.. არასწორი სიტყვათა თანწყობამ გამოიწვია ეს. მეც უამრავი ბავშვის პატრონი ვარ და ყველა კუთხის ბავშვებს ვუდგავარ გვერდში უანგაროდ. გულწრფელად ვნანობ! მეტი არ ვიცი რა გავაკეთო? მე მაპატიეთ! აღარ გავიმართლებ თავს, რადგან ჩემი ჩანაწერი-მიმართვა გულწრფელი არ გგონიათ! შევცდი ბატონო! ვაღიარებ!
პ.ს. მაინც ვიტყვი, რომ მიყვარხართ! ასეა ეს! არ მაქვს უნარი, შევწყვიტო ადამიანების და მითუმეტეს ბავშვებისადმი სიყვარული! მიყვარს და მეყვარება ყველა ერის, რჯულის და რასის!" - წერდა მაყაშვილი.
მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ბერლინალე 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავს ხატვის კონკურსი ეძღვნება
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა
დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
"გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია" - გოჩა ჯავახიშვილი
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის ,,საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან’’ პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
"ეროვნულ მუზეუმში არ ხდებოდა ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები"- აუდიტის დასკვნა
სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს