საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში, მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა.

 

ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბრალდებულმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.

 

პროკურატურის ცნობითვე, ძებნილი პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს.

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა.

 

„აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირის ექსტრადიციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოხატავს, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ბერლინალე 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავს ხატვის კონკურსი ეძღვნება
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა
დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
"გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია" - გოჩა ჯავახიშვილი
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის ,,საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან’’ პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
"ეროვნულ მუზეუმში არ ხდებოდა ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები"- აუდიტის დასკვნა
სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს