"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სვიმონ დადიანის ნამუშევრები პრეზიდენტის ინიციატივით, შუამდგომლობით, პრეზიდენტის ერთ-ერთმა უახლოესმა ოჯახმა საქართველოს გადმოსცა საჩუქრად, ეს არის დაახლოებით 30 ნამუშევარი, რომლებიც ინახება ხელოვნების სასახლეში, ნაწილი კი ექსპონირებული იყო ორბელიანების სასახლეში, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

„ჩვენი მიზანი გახლავთ, რომ ერთობის საფუძველი შეიქმნას ქართულ ემიგრაციულ კულტურასა და დღევანდელ საქართველოს შორის, ამიტომ ამიტომ ჩვენ ყოველ მსგავს ფაქტს, როგორც ძველ ემიგრაციას უკავშირდება, ასევე თანამედროვე უცხოეთში მყოფ ქართველ ხელოვანებს, ყოველთვის ვეკიდებით გულისხმიერებით და ვცდილობთ, ამ ნამუშევრების ან გამოფენა, ან დროებითი ექსპონირება საქართველოში მოხდეს. რაც შეეხება ამ ნამუშევრების დაზიანებას. ნამუშევრებმა საქართველომდე დიდი გზა გამოიარა. ისინი თავის დროზე დასაწყობებული იყო ამერიკაში, აშშ-იდან ჩავიდა პარიზში, პარიზიდან ჩამოვიდა საქართველოში. იყო ორ სხვადასხვა სივრცეში ექსპონირებული. აი, ამ ათეულობით ნამუშევრიდან მხოლოდ ხუთი ნამუშევარი შეირჩა ხელოვნების სასახლის მიერ ჩვენთან გამოსაფენად. შესაბამისად, ის დაზიანებები, ის მცირედი დაზიანება, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის, ჩვენთან, თუ ზოგადად, დაზიანებული მოვიდა ჩვენს სასახლეში.


საერთოდ, მსგავსს ბრალდებებს, რომელსაც ვადევნებდით თვალს და დღეს გაჟღერდა სამინისტროს მხრიდან, მიჩვეულები ვართ. ამიტომ ჩვენთვის ეს ახალი არ გახლავთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პოლიტიკის, რომ აუცილებლად უნდა შეივსოს საქართველოს მუზეუმები ახალი ხელოვნების ნიმუშებით, მით უფრო საქართველოს ემიგრაციიდან“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

მისივე თქმით, ეს ნამუშევრები პრეზიდენტისთვის არ იყო საჩუქრად გადმოცემული. როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტმა ითამაშა დიდი როლი, რომ ნამუშევრები საჩუქრად გადმოსცემოდა საქართველოს და ამ შემთხვევაში, მიმღები მხარე ყოფილიყო ხელოვნების მუზეუმი.

 

„ნდობა მათი მხრიდან, ქართული კულტურული ინსტიტუციებისა არ იყო, შესაბამისად, პრეზიდენტის წონას, მის სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მით უფრო რომ ეს ოჯახი, რომლებიც არიან მემკვიდრეები სვიმონ დადიანის ნამუშევრებისა, ძალიან დიდ პატივს სცემენ პრეზიდენტს, ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებთ“,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

 

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, ვადებთან დაკავშირებით დარღვევა არ ყოფილა.

 

„ჩვენ გვაქვს მემორანდუმი ხელოვნების სასახლესთან. ვადებს რაც შეეხება, ვადები, ვფიქრობ, რომ ყველანაირად დაცული იყო და არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივი მემორანდუმი მუზეუმთან. ჩვენი მემორანდუმი იყო პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე. ეს სასახლე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დაცული სახელმწიფო შენობა, რომელსაც იცავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაწყებული, სპეციალური სამსახურები. შესაბამისად, ვერ ვხედავ საფრთხეს და რაიმე პრობლემას, თუ რა ვადით იქნებოდა ეს ნამუშევრები საქართველოს ორბელიანების სასახლეში გამოფენილი. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება პრეზიდენტს და წარმოადგენს ან თავდასხმას, ან პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმის მცდელობას, ვფიქრობ, ეს არის პოლიტიკური. ვფიქრობ, რომ თავდასხმაა, იმიტომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ გამოხატული ინტერესია“,- განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილმა.

 

სვიმონ დადიანის ხუთი ნამუშევარი, რომელიც პრეზიდენტის ორბელიანების სასახლეში ინახებოდა, ხელოვნების სასახლეს დაუბრუნდა. მიზეზი ერთ-ერთი ტილოს დაზიანებაა. პროცესში ჩართულია კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.





მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ბერლინალე 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავს ხატვის კონკურსი ეძღვნება
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა
დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
"გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია" - გოჩა ჯავახიშვილი
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის ,,საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან’’ პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
"ეროვნულ მუზეუმში არ ხდებოდა ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები"- აუდიტის დასკვნა
სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს