კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს

18 ოქტომბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.

 

პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ. 


სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები. აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ბატონ ვან ბაიბურთს, რადგან ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და რომ, საბჭოთა პერიოდში, ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული.


არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი - მისი მეუღლის.


სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, დღეს ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს.





მსგავსი სიახლეები
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
ბერლინალე 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ
"ვერ დგინდება, როდის იყო მიყენებული ნამუშევრისთვის მცირედი დაზიანება" - პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ხოჯალის გენოციდის 31 წლისთავს ხატვის კონკურსი ეძღვნება
კულტურის სამინისტრო გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნას აქვეყნებს
ეროვნული ბიბლიოთეკაში კუკური მეტრეველის წიგნის - „ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი“ გამოცემის წარდგენა გაიმართა
დღეიდან იაპონიაში წიგნი „ელჩის მიერ მოთხრობილი საქართველო“ გაიყიდება
საჩხერის მუნიციპალიტეტში პაოლო იაშვილის განახლებული სახლ-მუზეუმი გაიხსნა
"გულსატკენია, როცა შენი ქვეყნის საამაყო, ისტორიული სიმბოლო ლევილის შატო ცუდ მდგომარეობაშია" - გოჩა ჯავახიშვილი
კამპანიის "არა ქალზე ძალადობა" ფარგლებში სპექტაკლი გაიმართა
კონსერვატორიის დიდ დარბაზში კახეთში არსებული სალოტბარო სკოლების ანსამბლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
ეროვნული არქივი აღდგენილი ქართული კინოს რეტროსპექტივას მასპინძლობს
თბილისის საკრებულოში ირინა აბესაძის წიგნის ,,საქართველოს მხატვართა კავშირის შექმნის სათავეებთან’’ პრეზენტაცია გაიმართა
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
"ეროვნულ მუზეუმში არ ხდებოდა ექსპონატების აღრიცხვა და ირღვეოდა დროებით გამოფენაზე გატანის ვადები"- აუდიტის დასკვნა
სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა
2022 წლის ყველაზე სექსუალურ კაცად 41 წლის მსახიობი - კრის ევანსი დაასახელა
მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა სპექტაკლებიდან მოხსნა
რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს
კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან სომხურ პანთეონში ნეშტები გადაასვენეს