"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
დავით კეზერაშვილმა აღიარა, რომ გაუჩნდა სრულიად არაადეკვატური ამბიცია, პარტიებს მისცეს ჯანსაღი რჩევები, ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „კეზერაშვილს არ გააჩნია იმის კომპეტენცია და უნარები, რაზეც იქაჩება“.
„კეზერაშვილმა აღიარა, რომ მას გაუჩნდა სრულიად არაადეკვატური ამბიცია, საზოგადოება აღზარდოს, პარტიებს ჯანსაღი რჩევები მისცეს და ასე შემდეგ. ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, ამ ქვეყანაში რა ხდება და წარმოდგენას ქვეყანაზე იქმნის თავისი დაფინანსებული ტელევიზიიდან. თავის დაფინანსებულ ტელევიზიას უყურებს, რომელიც მას ელაპარაკება და მასთან არის ანგარიშვალდებული, რადგან მისი გემოვნებით არჩევენ სტუმრებსაც. ეს ერთი და მეორე – ელაპარაკება ის ხალხი, რომელიც მასთან ფულის სათხოვნელად ჩადის. ფულის თხოვნა რომ გინდა ადამიანისთვის, მე რაც ნანახი მაქვს, მილიონ სისულელეს უხატავ გამოსავლად, რომ იმაში ფული ჩაადებინო. ამ საგიჟეთში მისი ფული მიდის, მას ეგო ებუსტება და თვლის, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ფლეიერია და კარგ მანევრებს ატარებს. ის იყო იმის ერთ-ერთი მომხრე, რომ მიშა აქ არაჟნის კონტეინერით ჩამოქანებულიყო და მაგარი მანევრი იყო ხომ ეს? კარგად არის ახლა ის კაცი, ხომ? იგივე დაემართება ნებისმიერს, რომელიც მის ჭკუაზე გაივლის.
თვითონ თქვა, ოლიგარქი ვარო. რეალურად თქვა, რომ მე ვაფინანსებ ყველას და ყველაფერს, მე მაქვს უფლება, მათ აზრი ვუთხრაო. ოპოზიცია, რომელსაც კეზერა აფინანსებს – ვაშაძის სამეული და „ნაცები“. ეს არის მისი პროექტი და, სავარაუდოდ, ამის გაერთიანებას ცდილობდა. მისი სურვილები და რეალობა კავშირში არ არის ერთმანეთთან. მას იმის კომპეტენცია და უნარებიც არ გააჩნია, რაზეც იქაჩება. არ იცის ეგ ყველაფერი, რასაც აკეთებს. 2018 წელს რატომღაც გადაწყვიტა, რომ ჩვენ მისი მარიონეტები გავხდეთ და იმან ზურგს უკან რაღაცები ხლართოს, მე ტელევიზორში ვიჯდე, ვითომ ვარ არარაობა და წინა დღეს, როდესაც მიშასთან ფუნდამენტურ განსხვავებებზე ვლაპარაკობ, მერე მიშას უძღები შვილივით რომ დაუბრუნდება გიგი და ჰელსინკში ერთმანეთს ბეჭებზე ხელებს უტყაპუნებენ, მე ამის გამართლება უნდა დავიწყო და არა, ეს არ მოხდება, ვერ მოხდება. მაშინ მე ყველანაირ პატივისცემას დავკარგავ.
2019 წლის 20 ივნისი რომ დადგა, ნახა, რომ მიშას სახელს ვერ ახსენებენ ქუჩაში, სცენაზე სულ სხვა ხალხი დგას და მივიღეთ პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემა გაიგო ასე, რომ ყველა მოთამაშე უნდა აფინანსოს, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს პროპორციული სისტემით, მას ჰქონდეს გავლენა. ასე გაიგო და როცა ყველა მოთამაშეს აფინანსებ, ხმებს აძვირებ და, უბრალოდ, ხმებს უმცირებ ამ პარტიებს. მეტი არაფერი ხდება. ეს არის ბიზნესმოდელი. ანუ ბიზნესმენადაც არ ვარგა“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ღარიბაშვილის "ქეისი" გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები - ირაკლი მელაშვილი
ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი - ზურაბ ჯაფარიძე
გახარიას პარტია აღარ არსებობს, მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა-თამარ ჩერგოლეიშვილი
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა
კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა
ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია