"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს

„დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი, საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო… უსამართლობა ის არის, რომ დღეს შენ ლონდონში ზიხარ და არა ციხის საკანში,“ - ასე მიმართავს საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს.

 

როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საზოგადოებას ახსოვს, თუ როგორ არეკეტებდა ბიზნესს ფინანსური პოლიციის უფროსის პოსტზე ყოფნის დროს კეზერაშვილი.

 

ის ასევე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ახსენებს, რომ მან ქართულ ჯარზე არ უნდა ისაუბროს, ვინაიდან, დავით კეზერაშვილს სასამართლოს მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვის გამო, ზარალის ანაზღაურება აქვს დაკისრებული.

 

„დაუსჯელობით გათამამებული ოლიგარქი კეზერაშვილი საკუთარი ტელე-საროსკიპოდან გვეუბნება, რომ უსამართლობაა ემიგრაციაში და დევნილობაში ჩემი ყოფნაო… უსამართლობა ის არის, რომ დღეს შენ ლონდონში ზიხარ და არა ციხის საკანში! უსამართლობაა, რომ ნაცვლად, წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგებისა, ვრცელ ინტერვიუებს წერ და ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაფინანსებას განაგრძობ! რომ ამაყობ 24 წლის ასაკში ფინანსური პოლიციის უფროსი გავხდიო, ისიც გაიხსენე რამდენი ადამიანი გაამწარე ამ თანამდებობაზე ყოფნისას! რამდენს წაართვი საკუთარი შრომით ნაშენები ბიზნესი! რამდენი მილიონი ამოიღე რეკეტის გზით! რამდენი სიცოცხლე შეიწირე! რამდენი ადამიანი გაუშვი ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი ქონება და ბიზნესი არ გადმოგიფორმეს! ქართულ ჯარზე საერთოდ ხმას როგორ იღებ?! თუ ფიქრობ, რომ დრომ ჩამოწერა შენი ნამოქმედარი?! რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯო, რამდენი ტელე-საროსკიპოც არ უნდა გახსნა, რამდენი პარტიაც არ უნდა მოისყიდო, ვერ ჩამოირეცხავ - საკუთარი ჯარის გაძარცვას, მოროდიორობას, წაგებული ომით გამდიდრებას, გმირი ჯარისკაცების ცხედრების მიტოვებას,“ - წერს ვატო შაქარიშვილი.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"