"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან

"ამ დღეებში ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან წერილი მივიღე. ციხიდან წერილებს ხშირად მიგზავნიან, მაგრამ ქალთა საპყრობილედან პირველი იყო. ბოლო ხუთი დღეა ვკითხულობ და უცნაურ ძალას მაძლევს, კარგად ვერც ვხვდები, რატომ და რაგვარს. ახლა ავკრიფე ეს ხელნაწერი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ" - წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე და ქალთა საპატიმრო დაწესებულებიდან მოწერილს წერილს ასაჯაროებს.

 

"გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? ,,...... ......." გწერ, შენი გვერდის ერთ-ერთი გამომწერი. რამდენჯერმე გვქონდა მიმოწერა სასკოლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით. (ეს მოკლე მიმოხილვა, მინიმუმ იმისთვის, რომ ჩატში მომძებნო და გამიხსენო).

 

ციხიდან გწერ... ისე მრცხვენია აქ ყოფნა და მერე ამის უპრობლემოდ თქმა, რომ ვერ აღვწერ. (მოკლედ რომ გითხრა დამნაშავე ვარ! მეტის ღირსი ვარ, ბევრი რომ მოვინდომე. მოსაკლავიც კი ვარ : D ). მე გაკლივარ ახლა გულის გადასაშლელად, ალბათ ფიქრობ, ვერ არის ეს გოგო კარგად, რამ გადარია და მე საერთოდ რა შუაში ვარო, მაგრამ არაა!!! მთავარზე გადავალ:

 

ციხეში ბიბლიოთეკა როდესაც ვნახე და წიგნებს გავეცანი (დიდი მოყვარული გარეთ არ ვყოფილვარ), პირველი ეს ვიკითხე: ,,უკაცრავად გიორგი კეკელიძე მოდის ხოლმე?" ,,არაო!" - მიპასუხეს. ,,მოიცა, არც წიგნებს გვიგზავნის?". ისევ არაო და მეწყინა ძალიან, თან ,,გურული დღიურები" ვერსად ვნახე. ხმამაღლა წამოვიძახე - ,,მე მივწერ გიორგის და ვეტყვი!" ეს უბრალოდ წამომცდა, მაგრამ შინაგანად მაინც ვფიქრობდი, როგორც ჩანს ვერ მოიცალა ციხისთვის-თქო, თუმცა მოწერა მომერიდა. ნოესთან როცა იყავი, მაშინ გახსენეს უამრავი დადებითი ემოციით. ამიტომ გადავწყვიტე მოწერა და თხოვნა, იქნებ გვესტუმრო. იქნებ შეძლო და მოიცალო. იქნებ წიგნებიც მოგვიტანო და კიდევ ბევრი იქნებ. იცი, აქ ძალიან დეპრესიულები არიან, ცხოვრებაზე ხელი აქვთ ჩაქნეული, უმრავლესობა აბებს იღებს, ვფიქრობ შენ დიდი გამონათება იქნები მათთვის (მე კი ძალიან გამიხარდება შენი ნახვა). რაღაც კარგი მეგობარივით კი გწერ, მაგრამ რადგანაც თქვენობით არ ვწერ, უზრდელად არ ჩამთვალო. ,,აი ნაჩნიკის" შუქზე ვწერ, ღამის 04.27 წუთია. .

 

მოკლედ იქნებ დრო გამონახო. გვესტუმრო. შეძლებისდაგვარად გული გადაგვიშალო. ან გადაგიშალონ. არ ვიცი. არეულად ვწერ. ეს კი ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს მიხვდენი რა გულით გწერ. მე მაინც იმედი მაქვს, გადაწყვეტ და გვესტუმრები.

 

P.S. ბოდიში შეწუხებისთვის, არეული ტექსტისთვის, მაგრამ რაღაცნაირი იმედით ვწერ, ძალიან მინდა ეს წერილი ნახო (ღმერთო, წერილებს ციხიდან ვაგზავნი), აი, იმდენად ჩაკეტილები და დათრგუნულები არიან, ვცდილობ ხოლმე გავახარო, ხშირად ვწერ ცნობილ ყოფილ ნაცნობებს, მეგობრებს, იქნებ ვინმეს გავახსენდეთ, დრო გამონახონ-თქო, აქ იმდენად უხარიათ უცხო ნაცნობი სახის დანახვა, რომ რა ვიცი... ბოდიში, რომ დროს გაკარგვინებ.. მაგრამ ამ წერილთან ერთად გულს და სულს გიგზავნი. მთელი ემოციით და ადამიანობით გწერ. ბოლოს ფეისბუკზე მოგწერე, რომ მე, როგორც გამომწერი, შენს გვერდით ვარ-თქო. თუ ვერ მოახერხებ მოსვლას, ის მონაწერი ისევ ისე დარჩება და არც გონებაში არაფერი შეიცვლება.

 

უფრო მეტსაც დავამატებდი, ახლა, ამ გადმოსახედიდან, შემიძლია უბრალოდ ვიყო ის, ვინც უბრალოდ მოგისმენს და დაგჭირდება (რატომღაც მგონია არ გყავს, ვინც უხმოდ გისმენს). ეს არის, ის რაც შემიძლია, უბრალო ადამიანმა შემოგთავაზო, შეიძლება არც გჭირდება, მაგრამ როცა დაფიქრდები და მარტო დარჩები, შენი თავთან იმის გააზრებაც კარგია, რომ ვიღაც არის, რომელსაც უბრალოდ გიორგი აინტერესებს და არა მისი წარმატება.

 

(მოკლედ თუ შეძლებ და მოხვალ, აუცილებლად მიკითხე ან თუ შეძლებ, პასუხი გამაგებინე. ვიმეორებ - თუ შეძლებ: )...... ........."- ნათქვამია წერილში.

 

გარდაბანი. სოფელი მთისძირი. # 5 პენიტენციური დაწესებულება.


"ჩვენ ძალიან მალე ჩავალთ ამ ციხეში და ბიბლიოთეკას ბევრი საუკეთესო წიგნით ავავსებთ, მაგრამ ვერცერთი იქნება იმ წონის, როგორიც ჩემთვის ეს წერილი იყო"- წერს გიორგი კეკელიძე

 

პ.ს "მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი. ალბათ ამიტომაც არ ვარ პრეზიდენტი."





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"