"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი

"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან.


2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს ახალგადამდგარი თავდაცვის მინისტრი, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, ამ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ სააკაშვილი დაუძინებელ მტერ, პუტინთან დაახლოებული მსხვილ რუსი ბიზნესმენის, იაკობაშვილისგან, ბიზნესის დასაწყებად დიდ თანხას იღებს.


თავად დავით იაკობაშვილი ცნობილი და საინტერესო პერსონაა. ის გახლავთ რუსეთის ყველაზე გავლენიანი, ხელისუფლებასთან დაახლოებული და რუსეთი მთავრობისგან ყველაზე კონტროლირებადი ორგანიზაციის „რუსეთი მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის“ (РСПП) ვიცე -პრეზიდენტი. РСПП აერთიანებს და ამ სტრუქტურის მეშვეობით რუსეთი ხელისუფლება აკონტროლებს მთელ მსხვილ ოლიგარქიულ რუსულ ბიზნესს. მის ყრილობებს ესწრება და სიტყვით გამოდის რუსეთის პრეზიდენტი. ამ ორგანიზაციის პოზიციონირებისათვის, ერთი საინტერესო ფაქტი. ეს ის გაერთიანებაა, რომელმაც 2020 წელს,პუტინის მიერ დაწყებული "ალქაჯებზე ნადირობის" კამპანიისას გამოაქვეყნა ამაზრზენი წერილი, სადაც ის რუსეთში ორგანიზაციის, „Последный Адрес“ -ის საქმიანობის შეწყვეტას ითხოვდა. ეს ორგანიზაცია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა საცხოვრებელ ბინებზე მემორიალურ დაფებს აკრავდა, ანუ ახდენდა დიადი საბჭოთა წარსული დისკრედიტაციას.


РСПП -ს ვიცე პრეზიდენტობის გარდა, ბატონი იაკობაშვილი კრემლთან და პირადად პუტინთან სიახლოვეს, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ის ორჯერ დააჯილდოვა: პრეზიდენტის მადლობით (Благодарность Президента РФ,) და საპატიო მოწმობით („Почётная грамота Президента РФ “არის ასეთი პირადი ჯილდოები რუსეთში) ნუ სხვა უწყებების მედლებზე და ჯილდოებზე არაფერს ვამბობ. არ ვიცი, შეიძლება იაკობაშვილი ძალიან კარგი კაცია, მაგრამ ამ ინფორმაციის შემდეგ, რამდენიმე, ჩემი აზრით, ლეგიტიმური კითხვა გამიჩნდა:


1. ვინმეს გჯერათ, რომ პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებული მსხვილი რუსი ბიზნესმენი, თან თბილისური წარმომავლობის, პუტინის ხელისუფლების ნებართვის გარეშე პუტინთან მეომარი მთავრობის თავდაცვის მინისტრთან საერთო ბიზნესის დაწყებას გაბედავს ომის დასრულებიდან რამდენიმე თვეში? ვინმეს გჯერათ, რომ, ვთქვათ, თუკი ასეთი ნებართვა არ არსებობდა და მერე გაიგო ეს რუსეთის ხელისუფლებამ, ამ ბიზნესმენს რუსეთის ხელისუფლების მხრიდან არანაირი სანქცია არ შეეხებოდა, ან მინიმუმ ეს თანამშრომლობა არ შეწყდებოდა?
2. უნდა დავიჯეროთ, რომ ქვეყნის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ყველაფერთან ერთად უზარმაზარი საიდუმლო ინფორმაციის მატარებელია, საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე გაბედა, ოკუპანტი ქვეყნის მთავრობასთან და მათ პირად მტერ, პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან საერთო საქმის წამოწყება? თუ მათ ეს იცოდნენ და ამაში უჩვეულო ვერაფერი დაინახეს?


3. თავად „ნაციონალური მოძრაობას”, რომელიც იმ წლებში ხელისუფლების ლამის ყველა ოპონენტს რუსეთის აგენტს გვეძახდა, კითხვა არ გასჩენია და ახლაც არ უჩნდება , მისმა თავდაცვის მინისტრმა, რუსეთთან წაგებული ომიდან სულ ცოტა ხანში, რა დამსახურებისთვის მიიღო მათ მტერ პუტინთან და ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენისგან დიდძალი თანხები ბიზნესის ასაწყობად?


4. თუკი თავდაცვის ყოფილი მინისტრის წაგებული ომის შემდეგ დაწყებული ბიზნესის მთავარი წყარო, ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს სტრუქტურაა, რომელიც დიდი ალბათობით ვერ გაბედავდა ამ ნაბიჯის გადადგმას, რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, ლეგიტიმური თუ არა კითხვა, რამდენად თავისუფალია ეს ბიზნესმენი და მის ფული რუსული გავლენებისგან? ხომ არ არის საფრთხე, ასეთი ფულით დაფინანსებული ქართული პოლიტიკა აღმოჩნდეს რუსული გავლენების ქვეშ?
5. ვინ ვინ და კეზერაშვილმა კარგად იცის (ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეს) ქართული კანონმდებლობა პარტიების და სამოქალაქო სექტორის დაფინანსების წესის შესახებ. რა მიზანი ჰქონდა მის განცხადებებს, რომ ის „ეხმარება“ ოპოზიციურ პარტიებს, როცა არც ერთ დოკუმენტში არც ერთ პოლიტიკურ ძალას ის დამფინანსებლად წარმოდგენილი არ ჰყავს? აძლევს თუ არა მისი განცხადებები ხელისუფლების იმ ნაწილს არგუმენტებს, რომლებიც ითხოვენ გამკაცრდეს პოლიტიკა პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ? იდიოტია და არ იცის? თუ დაინტერესებულია, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზით წავიდეს? თუ მეორე ვარაუდია სწორი, მაშინ სხვა კითხვა ჩნდება, რატომ?


6. ასეთი "დროული" ინტერვიუ, შესაბამისი მესიჯებით, ხომ არ უწყობს ხელს მოხდეს ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების პროტესტის სრული დისკრედიტაცია, კიდევ უფრო მეტი ნიჰილიზმის დანერგვა ქართულ საზოგადოებაში, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს?


P.S. ვისაც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ თავში მოუვა ასეთი ტიპის „გენიალური“ კითხვები: - “ახლა ამაზე წერა და ლაპარაკი როგორ შეიძლება?“ „ეს ხომ ახლა ხელისუფლების წისქვილზე ასხმას წყალს?“; „რა დროს ეს შეთქმულებების თეორიები?“ და ა.შ. ყველას გთავაზობთ, აქ ნუ შეწუხდებით და მიჰყევით Русский корабль-ს.

 

ჩემთვის ყველა ერთნაირია, ვინც უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად დემაგოგობას და კითხვების ავტორისათვის იარლიყების მიკერებას იწყებს, სულერთია ეს ხელისუფლება იქნება და ოპოზიცია. პოლიტიკოსების ვალია გასცეთ პასუხი ასეთ კითხვებს და არა ტალახი ესროლოთ მათ ვინც ამ კითხვებს სვამს. თუ არადა, მაშინ, ნებსით თუ უნებლიეთ, იმ თამაშში აღმოჩნდებიან ჩართული, ვინც ქართული პოლიტიკის ასეთი დაბინძურებითა და ამის საფუძველზე მოქალაქეებში აბსოლუტური პოლიტიკური ნიჰილიზმის დამყარების ხელშეწყობით უნდა უზრუნველყონ ამ ქვეყანაში სრული პოლიტიკურ სტაგნაცია"- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი.





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"