ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი

სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში, არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში, - წერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

 

როგორც გოგოლაშვილი აღნიშნავს, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, „ქართული ოცნების“ მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტებია, მათ შორის, აღსანიშნავია, რომ მმართველმა პარტიამ დიდ ქალაქებში სრული კონტროლი დაამყარა.

 

„ცნობისთვის, მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის პროცენტი იყო „საშინლად დაბალი“, ვიცოდეთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე მოვიდა ამომრჩეველთა 41%. ანალოგიურ არჩევნებზე დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა (რომელსაც ჩვენ ვეკუთვნით) ბოლო 5 წელიწადში მერყეობს 40-45 პროცენტის დიაპაზონში. სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს განცხადებებს, თითქოს ბოიკოტმა იმუშავა და ოცნების არჩევნებზე ხალხი არ მივიდა. სინამდვილეში არჩევნებზე არ მივიდა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი, რის გამოც ოცნებამ მომავალი 4 წლით „დაიკანონა“ მმართველობა 64 მუნიციპალიტეტში. თბილისში აქტივობა იყო საშუალოზე ბევრად დაბალი -31% (თუმცა საერთაშორისო პრაქტიკის ფარგლებში ნორმალური მოვლენა), რაც სწორედ აქ არსებული დიდი ოპოზიციური რესურსის გამო მოხდა. აქ ოცნებას დამარცხების ყველაზე დიდი შანსი ჰქონდა, რომ არა ბოიკოტი და 4 ოქტომბრისთვის გაცემული დაპირება რეჟიმის უალტერნატივოდ დამხობის შესახებ. საპროტესტო ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის ეს იყო გადამწყვეტი არგუმენტი იმისა რომ, „უკვე ჩამოგდებისთვის გამზადებული ხელისუფლების არჩევნებზე მისვლას“ აზრი არ აქვს. ჩემი აზრით, არჩევნების „ბოიკოტის“ და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ იდეის ერთადერთი ხელშესახები შედეგი, არის ოცნების მიერ სრულად „დაპყრობილი“ ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტები და, პირველ რიგში, დიდი ქალაქების სრული კონტროლი. რომც მივაღწიოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ამ შედეგების გასაუქმებლად საკმარისი ლეგალური საფუძველი პრაქტიკულად არ იარსებებს“, - წერს გოგოლაშვილი.





მსგავსი სიახლეები
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა
კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა
ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"