4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა

4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! - „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიჭინავა აღნიშნავს, „ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება“.

„როგორც ჩერჩილმა თქვა „წარმატება უნარია, გაიარო გზა ერთი მარცხიდან მეორემდე ისე, რომ არც ენთუზიაზმი დაკარგო და არც ოპტიმიზმი. სწორედ მაშინ მოვა ნამდვილი გამარჯვება“.

„ვერთიანდებით საქართველოსთვის“ - ამ სიტყვებით დაფუძნდა ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება, სადაც მთავარი კრიტერიუმებია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი.

საქართველოსთვის ბრძოლა ჩვენი გააზრებული არჩევანია იმ დღიდან, როცა ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი კომფორტის, თანამდებობის თუ ფინანსების ხარჯზე გადაწყვიტა შესულიყო ამ უთანასწორო ბრძოლაში და დაჰპირისპირებოდა საზოგადოების გახლეჩას, კორუფციას, სიღარიბეს, ძალადობას, უსამართლობას, ქაოსს, ქვეყნის მომავლის შეჩერებას.

უკვე 3 არჩევნები გამოვიარეთ წარმატებებით, პოლიტიკური შეცდომებით და მარცხებითაც, მაგრამ ამ წლების მანძილზე ყველაზე დიდი გამარჯვება, რასაც მივაღწიეთ და ვერავინ ვერასდროს წაგვართმევს არის ის, რომ ჩვენი წაქცევა არცერთ ხელოვნურად თავსმოხვეულ მარცხს არ შეუძლია, არც „ოცნების“ მხრიდან ჩვენს N1 პოლიტიკურ სამიზნედ გამოცხადებას და არც ოპოზიციის გაყიდული ნაწილის მავნებლობას.

სამწუხაროდ, 4 ოქტომბერს ბოიკოტმა გაიმარჯვა საღ აზრზე, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა! ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი!

ხშირად ვამბობ, რომ „ოცნება“ მთიდან დაგორებული ლოდია, რომელიც გზაზე ყველაფრის განადგურებას ცდილობს, მაგრამ აუცილებლად მალე დადგება მომენტი, როდესაც თავის პოლიტიკურ მოგზაურობას დაასრულებს.

შეცდომებისთვის თვალის გასწორება და მათი სწორი შეფასება, მხოლოდ გვაძლიერებს!

 

ამ სადგურზე არ არის ჩვენი ბოლო გაჩერება! ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“ - წერს სიჭინავა სოციალურ ქსელში.





მსგავსი სიახლეები
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა
კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა
ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"