ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, ვაყენებთ საკითხს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ე.წ ევროინტეგრაციის პროცესს -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"

ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, წარმოუდგენლად მიგვაჩნია, ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აცხადებს, ევროკავშირის ლგბტქ+ სტრატეგია წითელი ხაზია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში.

„გუშინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის 2026/2030 წლების ლგბტქ+ ახალი სტრატეგია, რომელსაც ხელს აწერს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის“ მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის. უფრო კონკრეტულად, სტრატეგიის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე, სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოზიციაა, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აქამდეც ნათელი იყო საზოგადოებისთვის, აღნიშნული სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც დაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი, სადაც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე ლგბტ პროპაგანდა ზენიტში იყო აყვანილი, სადაც ყველა, ვინც ლგბტ იდეოლოგიის წინააღმდეგ ხმას ამოიღებდა – არათუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი, არამედ სისხლის სამართლის დამნაშავე ხდებოდა, გვერდზე გადადო მსგავსი თემები. მართალია, ჯერ კვლავ ამოცანად რჩება ჩვენთვის, ეს არის „დიფ სთეითის“ მოდერნიზაციის მცდელობა თუ პრეზიდენტი ტრამპი რეალურად ებრძვის არაფორმალურ ოლიგარქიულ  მმართველობას, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ში დღეს ლგბტ თემატიკა მაქსიმალურად უკანა პლანზეა გადასული.

ევროკავშირში კი, როგორც ვხედავთ „დიფ სთეითის“ ეს მახინჯი იდეოლოგია ახალი ძალით იწყებს საზოგადოების ცნობიერებაზე, სახელმწიფოთა იდენტობაზე და ქვეყანათა ისტორიაზე გამანადგურებელ ზემოქმედებას. ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, პირველად და უკვე ღიად ითრევს ბავშვებს სქესის შეცვლის ხაფანგში,  რასაც ცხადია, „დიფ სთეითის“ პროპაგანდა ევროკავშირში „პიროვნების თავისუფლების“ საფარქვეშ გაყიდის. გარდა იმისა, რომ ეს სტრატეგია ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ბავშვების მომავალს, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი, რომელიც შემდგომ ევროკავშირის ფარგლებს მიღმა, „დიფ სთეითის“ მიერ კონტროლირებად ქვეყნებში გავრცელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ იწყებს კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს რეფერენდუმი და გამოირკვეს, სურთ თუ არა მოქალაქეებს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.

„ევროკავშირის ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული ევროინტეგრაციის პროცესს. ასევე, გვინდა მარტივი კითხვა დავსვათ, რომელი ევროკავშირისკენ მიგყავთ ქვეყანა 2030 წელს, სადაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლა ნებისმიერ ექიმთან, მშობლების თანხმობის გარეშე იქნება შესაძლებელი და სადაც დედას და მამას უფლება არ ექნებათ, არათუ ხელი შეუშალონ ამ სიგიჟეს, არამედ პოზიციის დაფიქსირებაც კი არ შეეძლებათ? რომელი ევროკავშირის წევრობას უპირებთ საქართველოს 2030 წელს, სადაც ამ დროისთვის ადამიანისთვის არც სქესი, არც იდენტობა, არც ეროვნულობა, არც რელიგია და არც ტრადიციები აღარ იარსებებს?

ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი, რომელიც უტყუარად გამოარკვევს საქართველოს მოსახლეობის ნებას, სურს თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველო გახდეს ისეთი ევროკავშირის წევრი, სადაც ბავშვები სქესს იცვლიან, ხოლო მშობლები ხმას ვერ იღებენ. სადაც ლგბტქ+ პროპაგანდის კრიტიკა სისხლის სამართლის წესით ისჯება, ხოლო ამ იდეოლოგიის სამსახურში ყოფნა უხვად ჯილდოვდება.

 

რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ – არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით -სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი
საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი-ირაკლი კობახიძე
დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად, ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება ჩვენი პასუხისმგებლობაა -ირაკლი კობახიძე
ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს, ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები არ გვიკვირს -ირაკლი კობახიძე
ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია“ დაამტკიცა.
ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, ცხონებული ავთანდილ ჯორბენაძე რომ სასტიკად სცემეს ნოემბრის აქციაზე, მაშინ სად იყო თქვენი ექიმური სოლიდარობა, ე.წ ექიმებო? -გიორგი გამსახურდია
ევროკავშირის 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, ვაყენებთ საკითხს ხელისუფლების წინაშე, სასწრაფოდ გადახედოს ე.წ ევროინტეგრაციის პროცესს -"ერთიანი ნეიტრალური საქართველო"
ნურავინ ელოდება, რომ ის, ვინც ქვეყანაში ძალადობას, უბედურებას უკვეთავს და ახალისებს, გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს -კახა კალაძე
რვიანმა თავი ამოწურა - თამარ ჩერგოლეიშვილი
სოლიდარობა ყველას, ვინც საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება, ნუ ჩაქოლავთ, ნუ ესვრით ტალახს ადამიანებს, ვინც ინიციატივას გამოიჩენს, ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება - ლევან ხაბეიშვილი
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ -ევროპის სახალხო პარტია
ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც -ირაკლი კობახიძე
ევროკავშირში შექმნილ ტრაგიკულ პოლიტიკურ ვითარებას ყველაზე ცხადად ევროპის სახალხო პარტიის დღევანდელი განცხადება ადასტურებს -ირაკლი კობახიძე
სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი -პაატა მანჯგალაძე
ცხოვრებაში არასდროს გავქცევივარ პასუხისმგებლობას და არც ვაპირებ, წარმოდგენილ ბრალს არცერთ ნაწილში არ ვაღიარებ - ირაკლი ნადირაძე
დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და რობოკოპებთან მივედი, აქეთ მე ვაჩერებდი, იქით მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო -პაატა ბურჭულაძე
რა თბილისს გამოვგლეჯთო, ერთი და ორი მანდატი რომ გამოგლიჯეს? წარმოუდგენელი ამორალურობაა, დროა, "ლელომ" შეცდომა გაანალიზოს - თინა ბოკუჩავა
მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება, ვიდრე ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას -ირაკლი კირცხალია
არ მივიღებ შენიშვნას, თითქოს ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მივატოვე, შეგრძნება მქონდა, რომ ისინი აღარ იყვნენ რუსთაველზე, პაატა მანჯგალაძე კი სახლში მეგონა -ლევან სანიკიძე
2017 წელს 204 000 ხმა მივიღე, ახლა - 215 000, დასხედით ახლა, მათემატიკაში მოემზადეთ და კარგად-კახა კალაძე