რუსეთმა დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის მაღაროზე თავდასხმა განახორციელა

რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის (ДТЭК) მაღაროზე თავდასხმა განახორციელა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის დროს მაღაროში, მიწისქვეშ 192 მუშა იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, ამჟამად მაღაროელების ევაკუაცია მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რუსეთის ჯარების მიერ ეს კომპანიის ქვანახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა.

„გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს მტერმა კვლავ დაარტყა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს. თავდასხმის დროს მიწისქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. ჩვენი კოლეგების ევაკუაცია გრძელდება. ეს მტრის მიერ კომპანიის ქვანახშირის ობიექტებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში მეოთხე მასშტაბური თავდასხმაა“, – ნათქვამია დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის განცხადებაში.

ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული მხარის ავიაიერიშების შედეგად ჩერნიგოვის ოლქში 55 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, როგორც კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება გაუმჯობესდება, შესაბამისი ორგანოები საგანგებო აღდგენით სამუშაოებს დაიწყებენ.





მსგავსი სიახლეები
ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატით ხარკოვში საბავშვო ბაღი დაბომბა
რუსეთმა დონბასის საწვავისა და ენერგეტიკის კომპანიის მაღაროზე თავდასხმა განახორციელა
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული
"ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია"- ზელენსკი
"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ, თუ მას სურს ომის დასრულება
"მჯერა, პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან"- ოლექსი დანილოვი
"ლუგანსკში საავადმყოფოები და პროზექტურები გადავსებულია ოკუპანტებით"-უკრაინის გენშტაბი
" რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია"- ზელენსკი
რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა
" ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, და არა ფრე"-დმიტრო კულება