"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება.

 

„წვევამდელები ემზადებიან, სულ მცირე, სამი თვის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ მორიგი შეტევითი ტალღის დაწყებას, სავარაუდოდ, თებერვალში, ისევე როგორც გასულ წელს. ეს მათი გეგმაა“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია წარმატებით დაიცვას თავი რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან, რომელიც მიზნად ისახავს საკვანძო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ენერგეტიკულ ქსელს, ჩნდება მტკიცებულება იმისა, რომ კრემლი ახალ ფართო შეტევას ამზადებს.

 

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინა ახლა რუსეთს ჰაერში ამარცხებს. მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტურობა 80%-მდე გაზარდეს.

 

მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსები 200 ათასამდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. მისი თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ მათ კიევზე თავდასხმისთვის გამოიყენებენ.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული
"ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია"- ზელენსკი
"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ, თუ მას სურს ომის დასრულება
"მჯერა, პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან"- ოლექსი დანილოვი
"ლუგანსკში საავადმყოფოები და პროზექტურები გადავსებულია ოკუპანტებით"-უკრაინის გენშტაბი
" რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია"- ზელენსკი
რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა
" ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, და არა ფრე"-დმიტრო კულება
მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებებზე - ჯონ კირბი
უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა