"მჯერა, პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან"- ოლექსი დანილოვი

რუსეთთან მოლაპარაკება და კომუნიკაცია თანამედროვე სამყაროში არ ღირს. ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს არსებობა დღევანდელ საზღვრებში და გაათავისუფლოს თავისი კოლონიები, - ამის შესახებ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე (KBF) ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა


„ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ, რათა შეწყვიტონ არსებობა იმ საზღვრებში, სადაც ისინი არსებობენ. დღეს რუსეთი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ კოლონიები მის ტერიტორიაზე, რომლებმაც გაანადგურეს უამრავი ხალხი, მათი ენა, კულტურა, ტრადიციები. ისინი უბრალოდ ბარბაროსები არიან. და როცა ამბობენ, რომ ამ ბარბაროსებთან ერთ მაგიდასთან უნდა დავსხდეთ და რაღაცაზე ვილაპარაკოთ, ეს  უღირსად მიმაჩნია“, - აღნიშნა დანილოვმა.

 

მან, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო რუსეთთან.

 

„თქვენ ხართ ქურდები, რომლებიც მუდმივად იპარავთ ვიღაცის ისტორიას, მუდმივად ითხოვთ რაღაცას,  თქვენ უღირსი ხართ“, - დასძინა დანილოვმა. 

 

დანილოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ნაცისტური გერმანიის დიქტატორს ადოლფ ჰიტლერს შორის  მსგავსებაა. 

„მე ზოგადად მჯერა, რომ პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან, უბრალოდ ერთი დაიბადა ცოტა მოგვიანებით“, - აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული
"ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია"- ზელენსკი
"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ, თუ მას სურს ომის დასრულება
"მჯერა, პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან"- ოლექსი დანილოვი
"ლუგანსკში საავადმყოფოები და პროზექტურები გადავსებულია ოკუპანტებით"-უკრაინის გენშტაბი
" რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია"- ზელენსკი
რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა
" ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, და არა ფრე"-დმიტრო კულება
მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებებზე - ჯონ კირბი
უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა