ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ, თუ მას სურს ომის დასრულება

ჯო ბაიდენმა უკრაინაში პუტინის ქმედებებს „ავადმყოფური“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან „სალაპარაკოდ მზადაა“, თუ მას ომის დასრულება სურს. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

ბაიდენი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად ერთადერთი რაციონალური გზა რუსეთის ჯარის უკრაინიდან გაყვანაა.

 

„მაგრამ როგორც ჩანს, პუტინი ამის გაკეთებას არ აპირებს. ის ამის გამო ძალიან მძიმე საფასურს იხდის. ის წარმოუდგენელ სასაკლაოს აწყობს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ის ბომბავს საბავშვო ბაღებს, საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლებს, ეს ავდომყოფური საქციელია“, – განაცხადა ბაიდნემა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

ბაიდენის თქმით, მის გეგმებში არ შედის პუტინთან კონტაქტი, თუმცა ის მზადაა სალაპარაკოდ რუსეთის ლიდერთან, თუ პუტინი დაინტერესებულია და გადაწყვეტილი აქვს, მოძებნოს გზა ომის დასასრულებლად.

 

„თუ ასე მოხდება, ჩემს ფრანგ და ნატოელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ, მე მოხარული ვიქნები, დავჯდე პუტინთან ერთად და გავიგო, რა სურს მას, რა აქვს მას გონებაში. მას ეს ჯერ არ გაუკეთებია. ამავე დროს აბსოლუტურდ კრიტიკულია, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა გაგრძელდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების დროს ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და განაცხადეს, რომ რუსეთი აუცილებელად აგებს პასუხს ჩადენილის გამო.

 

ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის პირობები უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.

 

„ჩვენ არასდროს მოვუწოდებთ უკრაინელებს კომპრომისისკენ, რომელიც მათთვის მიუღებელი იქნება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში ოპოზიციას ხელისუფლების დამხობა და "მეორე ფრონტის" გახსნა სურს" - ასლან ბჟანია
"ტანკების საკითხი აქტუალური და ძალიან მგრძნობიარეა"- ვოლოდიმირ ზელენსკი
„რუსეთმა ომის დაწყების წლისთავზე შესაძლოა, ახალი შეტევა წამოიწყოს“ - დანილოვი
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ
" ვლადიმერ პუტინს სურს, შობა გამოიყენოს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩეროს"- ზელენსკი
"რუსეთი დიალოგისთვის ღიაა, მაგრამ კიევს მოუწევს შეეგუოს ახალ ტერიტორიულ რეალობას"-კრემლი
ხერსონში სარაკეტო თავდასხმას რვა ადამიანი ემსხვერპლა
კიევში მეტრომ მუშაობა განაახლა
"რუსეთი მომავალი წლის თებერვლისთვის ახალი ფართომასშტაბური შეტევისთვის ემზადება"- უკრაინის თავდაცვის მინისტრი
რუსეთში 13 000 უკრაინელი ბავშვია დეპორტირებული
"ტერორისტულ სახელმწიფოსთან რაიმე შეთანხმება შეუძლებელია"- ზელენსკი
"რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების უსწრაფესი აღდგენით ყველა მხარე უნდა იყოს დაინტერესებული"-რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ბაიდენი აცხადებს, რომ მზად არის პუტინთან სასაუბროდ, თუ მას სურს ომის დასრულება
"მჯერა, პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან"- ოლექსი დანილოვი
"ლუგანსკში საავადმყოფოები და პროზექტურები გადავსებულია ოკუპანტებით"-უკრაინის გენშტაბი
" რუსეთმა მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ტერორიზმის სპონსორია"- ზელენსკი
რუსეთის სარაკეტო იერიშებს კიევში სამი ადამიანი ემსხვერპლა
" ჩვენ გვჭირდება გამარჯვება, და არა ფრე"-დმიტრო კულება
მხოლოდ ზელენსკის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთთან მოლაპარაკებებზე - ჯონ კირბი
უკრაინის რადამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადა 19 თებერვლამდე გაახანგრძლივა