ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი - ზურაბ ჯაფარიძე

გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია "პარლამენტში" შესვლასთან დაკავშირებით - არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი -ასე ეხმაურება   "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში პარტია „გახარია საქართველოსთვის" მიერ ბოიკოტის რეჟიმის დასრულებას და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლას. 

„გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში" შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ 2 სიტყვას, იქნებ დროზე გამოაღწიოს გარეთ:

არაფერი მოულოდნელი ამ ნაბიჯში არ არის. ისედაც გასაგები იყო, რომ 4 ოქტომბრის რუსების ცირკში გაფარჩაკების შემდეგ, მხოლოდ ამაში დაინახავდნენ პარტიის „ხსნას".

თუმცა სინამდვილეში, ეს არ იქნება არანაირი ხსნა. იქნება 12 სკამზე დახამებული ადამიანის მიერ გახარიას აწ უკვე წარსულში არსებული რეიტინგის ბოლო გამოყენება პირადი მიზნებისთვის.

ამ ცირკის დასრულების შემდეგ ეგ ხალხი ზუსტად ისე გაქრება, როგორც გაქრნენ მეზვრიშვილი, ლილუაშვილი, ქემოკლიძე, დაუშვილი და სხვები, რომლებიც სანამ არსებობდა საპარლამენტო სკამის პერსპექტივა, აქეთ გვმოძღვრავდნენ და გვასწავლიდნენ - როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა. (სად არიან? მოიგეს? ტაიმაუტი აქვთ აღებული?)

არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი. შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ. შეიძლება შეუშვან და სანამ რეჟიმის ეს პარლამენტად წოდებული ცირკი იარსებებს, შიგნით კენწლონ და აპარტახონ.

შეიძლება შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში.

ჩვენს ბრძოლაში ამით არსებითად არაფერი იცვლება.

ერთადერთი, ამ 25-ნომრიანი ბანერის წინ ჩატარებულ ყოველდღიურ, უშინაარსო და მხოლოდ მედიაში გამოჩენაზე გათვლილ ბრიფინგებს თუ არ დავუთმობთ ამდენ მედია ყურადღებას, უკეთესი იქნება ყველასთვის.

ასევე, „ცეცხლს დავანთებთ პარლამენტში" დამაკლდა..."- წერს ჯაფარიძე წერილში, რომელიც მის „ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
ღარიბაშვილის "ქეისი" გამოყენებული იქნება, რომ დაჭერის შიშით მეტად დაიმორჩილონ ისედაც ყველაფერზე ხელისმომწერი დეპუტატები და თანამდებობის პირები - ირაკლი მელაშვილი
ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი - ზურაბ ჯაფარიძე
გახარიას პარტია აღარ არსებობს, მას 4 ოქტომბერს გამოუტანა განაჩენი ხალხმა-თამარ ჩერგოლეიშვილი
გადაფურცლეთ 4 ოქტომბერი, ძალიან გთხოვთ -ნიკა გვარამია
4 ოქტომბერს ბოიკოტმა საღ აზრზე გაიმარჯვა, თუმცა როცა ემოციები და იმედგაცრუება გადაივლის, ყველას გვექნება შეცდომების გააზრების და გადაფასების შესაძლებლობა!-ბერდია სიჭინავა
კალაძე და სხვა მერები თუ „20%-იანები“ არიან, რატომ შეიყვანე ხალხი შეცდომაში, რატომ დატოვე სახლში? პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, აუცილებლად გადაფასდება ყველაფერი -ბერდია სიჭინავა
ვინც ფიქრობს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იყო "საშინლად დაბალი" სამწუხაროდ, არასწორია და მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს-კახა გოგოლაშვილი
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია