საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო, ღირსეულ დაბრუნებაზე.
„2025 წლის 11-12 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდი, რომელზეც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენისა და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება.
რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის მსგავსად, მოლაპარაკებების მაგიდა დატოვეს დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. შედეგად, წინა რაუნდების მსგავსად, მოლაპარაკებების 65-ე რაუნდიც ჩაიშალა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი
,,სავიზო რეჟიმის, როგორც ინსტრუმენტად გამოყენება, ბრიუსელისთვის გარკვეულ ჩვეულებად იქცა'' - მაკა ბოჭორიშვილი
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -გიორგი შარაშიძე
ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა -ირაკლი ფავლენიშვილი
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება-გეკა გელაძე
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია -შალვა პაპუაშვილი
მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ კონსტიტუციური სარჩელისთვის, მათ შორის არის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს -შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი
,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვa არის იმ პოლიტიკის გაგრძელებაa, რომელიც ბრიუსელს აქვს''- ნიკოლოზ სამხარაძე
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა