მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია და „ოცნებამ" გასცეს პასუხი, რატომ გადაიყვანეს მაინცდამაინც გუშინ? - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის დაკავშირებული გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან.
„მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას იმიტომ არ ვითხოვდით, რომ ვინმეს ციხეში, საპატიმროში ყოფნა გვინდა. იმიტომ ვითხოვდით, რომ სამართალი ყველასთვის სამართალი უნდა იყოს და ყველა პატიმარი თანაბარ პირობებში უნდა იყოს. „ოცნების" მიმართ კითხვა მიჩნდება, სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში გადაყვანა ახლა თუ გადაწყვიტეს იმ საბაბით, რომ თითქოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, გუშინ გაუმჯობესდა? გიორგი გახარიას მიმართ ბრალის წარდგენიდან ოთხ საათში გაუმჯობესდა და იქამდე ცუდად გრძნობდა თავს მიხეილ სააკაშვილი? ერთი წლის წინ უფრო ცუდად გრძნობდა თავს? მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში სტაბილურად დამაკმაყოფილებელია და „ოცნებამ" გასცეს პასუხი, რატომ გადაიყვანეს მაინცდამაინც გუშინ? ეს დაკავშირებულია გახარიასთვის ბრალის გადაფარვასთან. „ოცნებამ" კარგად იცის, რომ ის ბრალი, რომელიც გახარიას წაუყენეს, იმდენად აბსურდულია, განსაკუთრებით ჩორჩანის ეპიზოდზე, რომ საკუთარ ამომრჩევლებშიც კი, გაშმაგებული პროპაგანდის მიუხედავად, მაინც ვერ ახერხებენ ამ ინფორმაციის ბოლომდე მიტანას. ამიტომ მათ, სავარაუდოდ, გადაფარვა სჭირდებოდათ და გადაფარეს ამ თემით, რომ აქტუალური აღარ ყოფილიყო ასეთი აბსურდული ბრალის გიორგი გახარიასთვის წარდგენა. სხვა შემთხვევაში, ვერ ვხსნი იმას, მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაუმჯობესდა გუშინ. ეს ვერსიაა და ამას არ ვამტკიცებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი დამთხვევები შემთხვევით არ ხდება", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მსგავსი სიახლეები
მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გიორგი გახარიასთვის ბრალის წარდგენის გადაფარვასთან არის დაკავშირებული -გიორგი შარაშიძე
საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 65-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი
,,სავიზო რეჟიმის, როგორც ინსტრუმენტად გამოყენება, ბრიუსელისთვის გარკვეულ ჩვეულებად იქცა'' - მაკა ბოჭორიშვილი
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -გიორგი შარაშიძე
ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა -ირაკლი ფავლენიშვილი
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება-გეკა გელაძე
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია -შალვა პაპუაშვილი
მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ კონსტიტუციური სარჩელისთვის, მათ შორის არის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს -შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი
,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვa არის იმ პოლიტიკის გაგრძელებაa, რომელიც ბრიუსელს აქვს''- ნიკოლოზ სამხარაძე
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა