„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში''- პრემიერი
სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქტუალური თემაში" განაცხადა.
პრემიერმა გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული დამოკიდებულებები შეიცვლება.
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი მიზეზი იმ მოცემულობის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ევროპული ბიუროკრატია არ აღიარებს ქართულ დემოკრატიას და ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ყველაფერი განვითარდა 2024 წლის არჩევნების გარშემო, როდესაც პირდაპირ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი და გამოხატა თავისი საარჩევნო პოზიცია, მოუწოდა ამომრჩევლებს, მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის, „ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ. ევროპულმა ბიუროკრატიამ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად წააგო არჩევნები და დღემდე ვერ ეგუებიან ამას. რეალურად, ყველა აღიარებს ხელისულებას, ამის დასტურია ის ოფიციალური ღონისძიებები, რომელშიც ჩვეულებრივად მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება. აღიარებაში კი არ არის საქმე, ისინი დღემდე გამოხატავენ წყენას ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთხელ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების" ხელისუფლებას და იმ კურსს, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული. ეს არის მშვიდობის კურსი, პრაგმატული კურსი. იმ პირობებში, როდესაც არ იცვლება ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ბუნებრივია, არ გვაქვს არავითარი პროგრესი. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება", - განაცხადა პრემიერმა.
მსგავსი სიახლეები
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში''- პრემიერი
მარგუს ცაჰკნა - ევროპა აღარ უნდა მოიქცეს ბებერი, მსუქანი, ზარმაცი კატასავით, რომელიც ელოდება, რომ ვინმე სხვა დაიცავს ან რძეს დაუსხამს ჯამში
ნინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის
,,კარგი იქნებოდა, ომი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დასრულებულიყო''- ჩეხეთის პრემიერი
პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ქვეყანაში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება
,,ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს''- „როიტერი“
სიდნეიში, პლაჟზე, სადაც ხანუკას ზეიმობდნენ, ცეცხლი გახსნეს
პოლიტიკო - გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც - გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება -პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
ჟურნალმა "თაიმმა" 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა
ირაკლი კუპრაძე ელისაშვილზე: ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია... როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან?
ნუგზარ წიკლაური: მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით
Politico: ნატოს, ალიანსიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, გეგმა არ აქვს
„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ...“ - მიხეილ სააკაშვილი
,,უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს''- ზურაბ ქადაგიძე
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი აცხადებს, რომ ჩინეთს, რუსეთსა და ინდოეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნება ხელს უწყობს გლობალურ სტაბილურობას
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით