,,ევროპელებმა მიიღეს მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას სურს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება შეთანხმების ფარგლებში''- The Washington Post

 

ევროპელებმა მიიღეს მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას სურს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება შეთანხმების ფარგლებში, რაც ევროპის ლიდერებთან დაპირისპირების საფრთხეს აჩენს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

„ადრე ბევრი კამათი მიმდინარეობდა იმის შესახებ, იყო თუ არა აქტივების კონფისკაცია კარგი იდეა, მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას: თუ ევროკავშირი არ მოახდენს აქტივების კონფისკაციას, ამას აშშ გააკეთებს", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მკვლევარმა, აგატ დემარემ.

„რუსეთის ტაქტიკა ევროკავშირში არსებული განხეთქილებების სათავისოდ გამოყენებას ეფუძნება და ყურადღებას ამახვილებს იმ ლიდერებზე, რომლებიც ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ბარტ დე ვევერის მსგავსად უფრთხიან ამ იდეას ან უფრო პოპულისტურ კურსს ირჩევენ", - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

ბოლო დღეებში, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, რომელიც ტრამპის მოკავშირეა, ასევე ბულგარეთმა, ჩეხეთმა და მალტამ, აქტივების გეგმის მიმართ ყოყმანი გამოხატეს. ამასობაში, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს იდეა პირდაპირ უარყვეს.

ბელგიურ გაზეთ La Libre-თან ინტერვიუში ბელგიის პრემიერმა განაცხადა, რომ ვარაუდები უკრაინაში რუსეთის შესაძლო დამარცხების შესახებ „ზღაპარი" და „სრული ილუზიაა".

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის დამარცხება არასასურველი იქნებოდა, „რათა არასტაბილურობამ არ მოიცვას ქვეყანა, რომელიც ბირთვულ იარაღს ფლობს".

ბელგია ითხოვდა კონკრეტულ გარანტიებს იმის შესახებ, რომ მისი მეზობლები სრულად გაიზიარებდნენ რისკებს, თუკი გადახდის დრო დადგებოდა, და რომ სხვებიც აიღებდნენ ვალდებულებას, გამოიყენონ მათ ქვეყნებში არსებული რუსული აქტივები.

 

 





მსგავსი სიახლეები
18 დეკემბერის ამინდის პროგნოზი
,,ევროპელებმა მიიღეს მკაფიო სიგნალები იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას სურს გაყინული რუსული აქტივების გამოყენება შეთანხმების ფარგლებში''- The Washington Post
„სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში''- პრემიერი
მარგუს ცაჰკნა - ევროპა აღარ უნდა მოიქცეს ბებერი, მსუქანი, ზარმაცი კატასავით, რომელიც ელოდება, რომ ვინმე სხვა დაიცავს ან რძეს დაუსხამს ჯამში
ნინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის
,,კარგი იქნებოდა, ომი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავზე დასრულებულიყო''- ჩეხეთის პრემიერი
პარტია „საქართველოსთვის“ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციებთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ქვეყანაში ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი იქმნება
,,ვოლოდიმირ ზელენსკი სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ ნატო-ში გაწევრიანების ამბიციაზე უარს ამბობს''- „როიტერი“
სიდნეიში, პლაჟზე, სადაც ხანუკას ზეიმობდნენ, ცეცხლი გახსნეს
პოლიტიკო - გერმანია ჯარისკაცებს პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად გაგზავნის, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს ესაზღვრება
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც - გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება -პატრიარქი ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე აინთო
ჟურნალმა "თაიმმა" 2025 წლის ადამიანად ხელოვნური ინტელექტის შემქმნელები დაასახელა
ირაკლი კუპრაძე ელისაშვილზე: ჩვენც გვთხოვენ, რომ დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია... როგორ შეიძლება, სხვა პარტიის თავმჯდომარე გავრიცხო ჩემი პარტიიდან?
ნუგზარ წიკლაური: მიწისქვეშა გადასასვლელებში იქნება პროტესტი - ჩვენი ხალხი შემოქმედებითი ხალხია, პროტესტის ფორმებს მოვძებნით
Politico: ნატოს, ალიანსიდან აშშ-ის გასვლის შემთხვევაში, გეგმა არ აქვს
„ქართველმა ხალხმა რადგან ჯერ ვერ მოიცალა, რომ ჩემთვის ციხის კარი გაეღო, გადავწყვიტე, თვითონ გაგიღოთ კარები და შიგნით შემოგიპატიჟოთ...“ - მიხეილ სააკაშვილი
,,უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს''- ზურაბ ქადაგიძე