დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
პარტია „ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია-2026-ს ეხმიანება და აცხადებს, რომ წლევანდელმა ფორუმმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ფორმალური დისკუსიის მიღმა დასავლური ერთობის შიდა წინააღმდეგობები გამოკვეთა. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები მიუთითებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გადაფასებაზე და გეოპოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებაზე.
„თუ ევროპას სურს სტრატეგიული სუბიექტობა, მან ეს უნდა დაადასტუროს რესურსებით და არა მხოლოდ მორალური რიტორიკით", - აცხადებს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ ავტომატური ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ეპოქა დასრულების ეტაპზეა.
„მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის (სადღაა ეს „ბედნიერება") ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად. ფორმალურად - მიმდინარეობს გლობალური უსაფრთხოების განხილვა. რეალურად კი - ცივი ინვენტარიზაცია და აუდიტი: ვინ არის მზად გადაიხადოს, ვინ - ბრძოლაში ჩაებას, და ვინ - მხოლოდ „ბლა-ბლა-ბლა" ღირებულებებზე ისაუბროს. სიმბოლურია ის ეპიზოდიც, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ე.წ. „უკრაინულ პანელში" მონაწილეობა არც კი მიიღო.
დიპლომატიურ ენაზე ეს ჟესტი მარტივად იკითხება: იცვლება გეოპოლიტიკური პრიორიტეტები და ვაშინგტონი აღარ აპირებს ითამაშოს ევროპული „ფსიქოლოგიური კომფორტის" წესებით. ევროპისთვის ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია - აშშ-ის გარეშე მისი უკრაინული უსაფრთხოების არქიტექტურა უფრო პოლიტიკურ დეკლარაციად რჩება, ვიდრე ძალის რეალურ ინსტრუმენტად. ცენტრალურ დისკუსიაში არმონაწილეობა არ არის ჟესტი იმდენად კიევის წინააღმდეგ - რამდენადაც სიგნალია ბრიუსელისთვის: ავტომატური ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ეპოქა დასრულდა.
თუ ევროპას სურს სტრატეგიული სუბიექტობა, მან ეს უნდა დაადასტუროს რესურსებით და არა მხოლოდ მორალური რიტორიკით. მიუნხენმა უბრალოდ დააფიქსირა: ალიანსი კი ცოცხალია - მაგრამ აღარ არის უპირობო.
ამ ფონზე საქართველოს მონაწილეობა მიუნხენის სამიტზე სულ სხვა მნიშვნელობას იძენს. თბილისი აღმოჩნდა იმ პლატფორმაზე, სადაც წყდება არა ლოზუნგების, არამედ ძალთა ბალანსის საკითხი. ქვეყნისთვის, რომელიც დგას სატრანზიტო დერეფნებისა და გეოპოლიტიკური ღერძების გადაკვეთის წერტილში, მთავარი არ არის, თუ ვინ იქნება წამყვანი „სპიკერი", არამედ - რომელი საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნება ხერხდება.
ვაშინგტონსა და ევროპის ნაწილს შორის გაციებული ურთიერთობის პირობებში, საქართველო ობიექტურად იღებს დამატებით სივრცეს უფრო პრაგმატული დიპლომატიისთვის - მისთვის ფუჭი და უსარგებლო იდეოლოგიურ დღის წესრიგში ჩაწერის ვალდებულების გარეშე. მიუნხენი-2026 გვიჩვენებს მთავარს: მსოფლიო შედის მკაცრი „ფერიცვალების" ფაზაში. უკრაინა რჩება თემად - მაგრამ აღარ არის ევროპული უსაფრთხოების ერთადერთი ღერძი, სადაც აშშ აჩვენებს დემონსტრაციულ შერჩევით ჩართულობას. ევროპა - რჩება ნერვიულობის ტურბულენტობის ზონაში. ხოლო ისეთი ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ამათი შემხედვარე - იძულებული არის იმოქმედოს არა ემოციების, არამედ სუვერენული გაანგარიშების ლოგიკით. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის - მიმდინარე სამიტის მთავარი და რეალური შედეგი", - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
,,მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს''- ალიევი
დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
,,განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით''- გურამ მაჭარაშვილი