თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
პარტია „ხალხის ძალის" წვერი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალურ ქსელში ეხმაურება განათლების რეფორმის შესახებ „იმედის" ეთერში გამართულ დებატებს და წერს, რომ ოპოზიციურად განწყობილმა პროფესორ-ექსპერტებმა რეფორმების საწინააღმდეგოდ ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანეს.
„ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
მან ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებმა გააგრძელეს ამგვარად საკუთარი თავის „გაშიშვლება", აღარ დარჩებათ ამომრჩეველი.
"ვინც გუშინ ტელეიმედზე განათლების რეფორმის შესახებ დებატებს უყურა, ალბათ ყველას გაუჩნდა ერთი კითხვა - რისთვის მიდიოდნენ სტუდიაში? თუკი მათი მიზანი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები იყო, არ გამოუვიდათ, რადგან მიუხედავად გარკვეული თავხედობისა, პრემიერმა და განათლების მინისტრმა არ მისცეს გასაქანი, მათი ჩვეული უზრდელობით რომ ესაუბრათ. რაც შეეხება განათლების საკითხს, ასეთი "მომზადებულები" რომ მართავდნენ სახელმწიფოს სააკაშვილის პერიოდში, იმიტომ გაგვინადგურეს ყველა სფერო და განსაკუთრებით - განათლება. დღეს იმ სისტემის ანტისახელმწიფოებრივი განათლების მესვეურები ახალ რეფორმას გვიწუნებენ, ოღონდ არ იციან, რატომ. ვერც ერთი შენიშვნა, ვერც ერთი კრიტიკული მოსაზრება ვერ დაასაბუთეს, ამ რეფორმის მხოლოდ პოლიტიკური შეფასება გააკეთეს. სწორედ ეს იყო საგანგაშო. ამაზე მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს.
გუშინდელმა დებატმა დაასაბუთა, თუ რამდენად საჭიროა განათლების რეფორმა საქართველოში. იმედია, ახლა მაინც მიხვდნენ ოპონენტები, თუ რატომ შემოიტანა საჯარო დებატების ინიციატივა პრემიერმა. კიდევ ბევრ თემაზე გაშიშვლდებიან "მოაზროვნე" პროფესორ-პოლიტიკოსები. არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, ამ დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი" - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
მსგავსი სიახლეები
შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
,,მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს''- ალიევი
დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს
მაკა ბოჭორიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა