შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „მთავარი უპასუხისმგებლობა, რაც გარადიკალებულმა ოპოზიციამ ჩაიდინა, იყო საკუთარი ამომრჩევლის ღალატი, რომელსაც პოლიტიკის ნაცვლად ქუჩის ქაოსი შესთავაზეს, ინსტიტუციური ბერკეტების ნაცვლად - ბარიკადები. შედეგი კი მწარედ იწვნიეს. მათივე ამომრჩეველმა ამ ავანტიურას ზურგი აქცია".
„შემდეგი უპასუხისმგებლობა იყო საგამზირედ გაწირული ახალგაზრდები, რომლებიც შეგნებულად, ცივი გათვლით, უკანა რიგებიდან მენტორობით წინა ხაზზე სარევოლუციოდ მიუშვეს და კანონს, სახელმწიფოს და კონსტიტუციას შეაჯახეს. ჰიბრიდული ომის კლასიკური ხერხია: გამოგივა გადატრიალება - იღებ ძალაუფლებას, არ გამოგივა - იღებ „მსხვერპლებს", რომლითაც შემდგომ სპეკულირებ, პროკლამაციებს ბეჭდავ და აფრიალებ. ზუსტად ეს სურათი ვნახეთ გუშინდელ დებატში. მენტორ-ორგანიზატორების მიერ უკანონობაზე მიშვებული და გაწირული ადამიანების პლაკატები, რომლითაც ისევ ამ იდეოლოგიის სულის ჩამდგმელები სპეკულირებენ. ისინი ამბობენ, რომ ეს ხალხი ციხეშია, მაგრამ არაფერს ამბობენ, რატომ და როგორ მოხვდნენ იქ. და ამას აკეთებს სწორედ ის ტრენერ-მენტორი, რომელიც თავად რაზმავდა და დღესაც რაზმავს ახალგაზრდებს ძალადობისთვის, რადგანაც მის პოლიტიკურ დღის წესრიგს სწორედ ეს სჭირდება - რადიკალიზმი და დაპირისპირება, რათა მორიგი „მსხვერპლი" მოიძიოს და თბილ სავარძელში მოკალათებულმა სამყაროს „შიშველი სიმართლე აუწყოს". ეს არ არის შეცდომა და არც გადაცდომა. ეს არის გაცნობიერებული სტრატეგია, სადაც ახალგაზრდები არიან სახარჯი მასალა, კანონდარღვევა - პოლიტიკური ინსტრუმენტი, ხოლო ქაოსი - ძალაუფლების ხელში ჩაგდების ერთადერთი გზა. ასე მივიღეთ, ასი წლის თავზე, ისევ ევროპული შეფუთვით რეინკარნირებული ბოლშევიკები და ლოზუნგებით სავსე „ლენინის მოედანი", - წერს პაპუაშვილი.
მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ძალას იკრებს, სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა, საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები
თამარ ჩიბურდანიძე: არჩევნებამდე ჯერ ადრეა და ასე თუ გაგრძელდა, დარჩენილ ოპოზიციას სანთლით საძებნელი ეყოლება საკუთარი ამომრჩეველი
,,მადლიერები ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს''- ალიევი
დავით ქართველიშვილი: მიუნხენი-2026 იქცა არა იმდენად კოლექტიური დასავლეთის ფორუმად, რამდენადაც მისი შიდა ბზარების გამოაშკარავების ვიტრინად
ირაკლი კობახიძე - უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის
ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად
პრემიერი: სრული მზაობა გამოვხატეთ დისკუსიისთვის, პასუხი იყო საპროტესტო აქცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია
ირაკლი კობახიძე: ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვერ იყენებს განათლებას, რომელსაც იღებს უნივერსიტეტში
,,თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა''- პრემიერი
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს
ირაკლი კობახიძე: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპთან დაკავშირებით, ამოცანა არის მწირი რესურსების ოპტიმალური გამოყენება
,,საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის''- ირაკლი კობახიძე
,,რთულია, ვიდავოთ იმაზე, რომ მდგომარეობა საქართველოში, უმაღლესი განათლების სისტემაში არის საკმაოდ მძიმე''- პრემიერი
,, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება''- ილჰამ ალიევი
გვარამია/ჯაფარიძის კოალიცია დაიშალა - გირჩის წევრებმა ჩატები დატოვეს
მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
ესტონეთის ხელისუფლებამ ელჩის რეზიდენციის საქართველოდან სომხეთში გადატანით ჩვენი ქვეყნის მიმართ პოლიტიკური მიზნებისა და დამოკიდებულების თვითლუსტრაცია მოახდინა -ირაკლი ქადაგიშვილი
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროპას უშუალო ჩართვისკენ მოუწოდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს მართავს