მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ

 

არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი. კარგად უნდა გვესმოდეს - დიუშენის ხუთივე მედიკამენტთან მიმართებით საჭიროა დეტალურად მსჯელობა: აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. მნიშვნელოვანია, კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული, არამედ აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რეალურად, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: სიცოცხლის გახანგრძლივება, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, არასწორი მოლოდინების თავიდან ასაცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო. მისი განცხადებით, ფაქტების დამახინჯება პოლიტიკური ქულების დასაწერად მიუღებელია.

„ვერც კი დავუშვებ, რომ დღეს შეიძლება ვინმეს არ ჰქონდეს სოლიდარობა დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მიმართ. ამორალურია, როდესაც ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

ბრიტანეთი დაადგა იმ გზას, რომ წარიმართოს განხილვები „ჯივინოსტატის" სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ასე ვთქვათ, დაიძრა პირველი ეტაპი. ამ გადაწყვეტილებას რა დათქმებიც მოჰყვება, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას? ხომ სათქმელია, რომ ეს მედიკამენტი არ ესადაგება ყველა პაციენტს; რომ მედიკამენტს აქვს როგორც ასაკობრივი შეზღუდვა, ისე ძალიან მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებზე გავლენის  პოტენციალი - ბენეფიციარს,წინასწარი შემოწმებით, კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არ ექნება, პრეპარატი მასზე ვერ გავრცელდება. ეს ხომ ვინმემ უნდა თქვას და არ დაანთოს ყალბი გამარჯვების ყიჟინა?!

ამ დრომდე ბრიტანეთის მაგალითი რომ მომყავდა -  არგუმენტად არ იღებდნენ და როგორც კი მან დაფინასების განხილვა დაიწყო, ახლა რაღას იტყვიო, მეკითხებიან. თქმა, შეჯიბრი და სპორტული აზარტი კი არ მალაპარაკებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის - ცოტა ხნის წინ ვესაუბრე დანიელ და შვედ მეცნიერებს. ამ ხუთი მედიკამენტიდან არცერთი მიღებული არ აქვს, მაგალითად, შვედეთს. რატომ? იმიტომ, რომ ამას სჭირდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა - რა სარგებელს მოიტანს ესა თუ ის პრეპარატი. რატომ არის, იცით, ეს მნიშვნელოვანი? იქნებ „ვამოროლონის" ან „ჯივინოსტატის" დანერგვა საჭიროებს სხვა ტიპის სამსახურს, რომელიც გამართულად იფუნქციონირებს და ყველაფერი ერთობლივად თუ არ გააკეთე, უბრალოდ, უსარგებლო იქნება.

მედიცინა არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს თავისუფლება აქვთ, პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ ისეთ საკითხებზე, როგორიც ადამიანის გაჭირვებაა. არ შეიძლება მედიცინის სფეროში ასეთი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, განსაკუთრებულად ღირებული და სენსიტიურია ფასი სიმართლისა", - განაცხადა მიხეილ სარჯევლაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მეუფე საბა - ხვალინდელი დღე არის ისტორიული, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა
მიხეილ სარჯველაძე - არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
,,ფულის შოვნა არ შეიძლება იყოს მთავარი ამოცანა ჯანდაცვის სექტორში და ამის სამსახურში იდგეს პაციენტის ინტერესის დაცა. პირიქით უნდა იყოს''- მიხეილ სარჯველაძე
,,როგორც კი ბიუროკრატი ხდება გადამხდელი, ყველა - ექიმს, პაციენტს, სადაზღვევოს - ერთი მოტივი უჩნდება, ფული წაიღოს ბიუჯეტიდან,''- ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ჯანდაცვის პოლიტიკა არანორმალურად დიდადაა დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე“ - ჯანდაცვის მინისტრი
რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან - ლევან მაჭავარიანი
შოთა ბერეკაშვილი: მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია შვიდი ათასი მედიკამენტიდან რეფერენტულ მედიკამენტებზე რაოდენობა 11 ათასამდე გაიზარდოს
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პაველ ჰერჩინსკი - საქართველოს ხელისუფლება თუ სერიოზულად განიხილავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მათ ზუსტად იგივე ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ
გიორგი შარაშიძე - ყველას ვურჩევ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არ გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის, ნებისმიერი სხვა დღე აირჩიონ და რაც უნდათ, ის გააკეთონ
თამარ ჩერგოლეიშვილი - ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, სააკაშვილის კონვულსიები მხოლოდ სააკაშვილის და მისი პარტიის პრობლემაა
გიორგი ვაშაძე - ვიცით, "ქართული ოცნება" ნერვიულობს, ჩვენ გვექნება მშვიდობიანი დიდი თავყრილობა, ჩვენი ამოცანაა ისტორიული მისიის შესრულება
პაველ ჰერჩინსკი - ჩემი პოლიტიკაა, არ გავაკეთო კომენტარები ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემთან დაკავშირებულ განცხადებებზე, მე ამას პერსონალურად არ ვიღებ
მიხეილ ყაველაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
პაველ ჰერჩინსკი - არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ყველას, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად ამ გამარჯვებისთვის
კახა კალაძე - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების თავდადება უდიდესი ბოროტების, ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია
ირაკლი კობახიძე - ჯაშუში ყველა შემთხვევაში არის ჯაშუში და ჯაშუშობა ნიშნავს სამშობლოს მიმართ ღალატს
ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის გარედან დაფინანსებული ოთხი მცდელობა აღკვეთეს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, სწორედ მათზე დგას სახელმწიფოს სიმტკიცე
პრემიერი - სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ერთგვარი ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში, როდესაც ჰუმანიზმი იქცა ევროპისთვის განმსაზღვრელ პრინციპად