მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომელიც რეალურად იქნება სასარგებლო თითოეული პაციენტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დიუშენის დაავადების მქონე მშობლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მშობლებთან საკითხების ირგვლივ მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.
„ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო იყო ეს შეხვედრა. პირველივე დღეებიდანვე, რაც პროტესტი დაიწყო და უფრო ადრიდანაც, ეს დამოკიდებულება გვაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობა მშობელთა ორგანიზაციებთან, მშობლებთან. ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ხალხთან საუბარი, ვისაც უნდა ემსახურებოდეს ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება მზადდებოდეს. რაც შეეხება საკუთრივ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, მუშაობა დასჭირდება, ამას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამას ვსაუბრობთ პირველივე დღიდან. კრიტიკულად მნიშვნელოვანია საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც მოვისმინეთ ხედვა მშობლებისგან, ესეც არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი და გარემოება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება. ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება არ არის მარტივი, ვინაიდან საუბარია ოთხი ტიპის მედიკამენტზე, რომელთა ირგვლივ სტატუსიც, მდგომარეობაც, განწყობაც, პოტენციალიც, გადაწყვეტილების მიღებისთვის მზადყოფნაც კი თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზეა. ადრეც აღვნიშნე, რომ დასახელებული მედიკამენტებიდან ორთან დაკავშირებით ნაკლები კითხვები არსებობს და, ვთქვათ, სხვასთან მიმართებით - მეტი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აუცილებლად სჭირდება დეტალური ანალიზი, სწორად განსჯა, რას უნდა მიექცეს ყურადღება და ამის მიხედვით იყოს მიღებული გადაწყვეტილებები. ამ თვალსაზრისით, საკმაოდ ნაყოფიერი, დატვირთული და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საუბარი იყო ისეთ საკითხებზეც, რომლებიც, მაგალითად, პოლიტიკოსების მხრიდან ამის არასწორად გამოყენებას ეხებოდა. ხაზი გაესვა გარემოებას, რომ ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი საიმისოდ, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო თითოეული პაციენტისთვის. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შეხვედრა, გაგრძელდება მსჯელობა. რა წამს იქნება მზად გადაწყვეტილება მისაღებად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იქნება მიღებული. ამისთვის აუცილებელია, გადაწყვეტილება იყოს მზად მიღებისთვის.
მომდევნო შეხვედრების დროს საუბარი იქნება ამაზეც, როგორ უნდა განვაგრძოთ მუშაობა, სად რა ეტაპზე ვართ, როგორ გავაგრძელოთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და სხვადასხვა ფორმატები. ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმის მიხედვით, რა არის ყველაზე სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვისაც ეს რეალურად უნდა ემსახურებოდეს", - განაცხადა სარჯველაძემ.
მსგავსი სიახლეები
,,შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“- რუბიო
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს
იტალიის ელჩი - იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ
აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ლევან ხაბეიშვილი - საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო
ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
ირაკლი კობახიძე - ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს