პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს

ძალიან კარგია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს ყველაფერი იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. 
„2020 და 2024 წელი რომ გავიხსენოთ, მაშინ პირიქით, სწორედ ყოფილი ადმინისტრაცია უწყობდა ხელს საბოტაჟს, ბოიკოტს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ახლა ხედავთ, რომ ეს მიდგომა არის შეცვლილი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს იმასთან დაკვშირებით, რომ შევძლებთ გადავხედოთ ჩვენს პარტნიორობას და აღვადგინოთ სტრატეგიული პარტნიორობა სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა შეთავაზება", -  განაცხადა პრემიერმა.

 

 

რაც გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე, სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას

 

მისივე თქმით, აშშ-ის წინა ადმინისტრაცია არც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სცემდა პატივს და არც არჩევნების შედეგებს, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები.

 

„ჩვენ გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ ეს დისკუსია განვაგრძოთ. მთავარი, რის საფუძველზეც შეიძლება, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები, ეს არის სამართლიან მიდგომებზე დაბრუნება. რაც კი რამ გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული წლების განმავლობაში, ყველაფერი გაფუჭდა სწორედ უსამართლო დამოკიდებულების გამო, რასაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია. რაც იყო გაფუჭებული უსამართლობის საფუძველზე, ის შეიძლება გასწორდეს, მხოლოდ სამართლიანი მიდგომის დამკვიდრების საფუძველზე. სამართლიანი მიდგომა არის ის, რომ ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არჩევნების შედეგებს, ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა იყოს საერთო დამოკიდებულება, რასაც არ ითვალისწინებდა წინა ამერიკული ადმინისტრაცია. ისინი არც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს სცემდნენ პატივს და არც არჩევნების შედეგს სცეს პატივი, შესაბამისად არათუ არ მოუწოდებდნენ ოპოზიციას, რომ თავი შეეკავებინათ საბოტაჟისგან, პირიქით, თავად იყვნენ საბოტაჟის წამხალისებლები,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

კითხვაზე, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს შეეხებოდა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ  ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც საქართველო ხედავდა წინა ადმინისტრაციის მხრიდან.

 

„ჩვენ აღქმაში ამ სარჩელის გამოტანაზე საუბარი, მაგალითად, იქნებოდა იმ უსამართლობის გაგრძელება, რასაც ვხედავდით წინა ადმინისტრაციის მხრიდან. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას ჩვენს ქვეყანაში. როდესაც საუბარია სარჩელზე, რომელიც შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, ყველა პატივისცემით უნდა მოეკიდოს შესაბამის სამართლებრივ პროცესსა და სამართლებრივ პროცედურებს, ეს იქნებოდა ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა. სამართლის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, სწორედ, ეს არის ამოსავალი წერტილი. სამართლის უზენაესობის პატივისცემა არის სამართლიანობის ერთ-ერთი გამოხატულება,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც“- რუბიო
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს
იტალიის ელჩი - იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ
აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ლევან ხაბეიშვილი - საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო
ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
ირაკლი კობახიძე - ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს