მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება

 

საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული პოზიტიური პასუხებიც.

მისივე თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ ურთიერთობებში წინსვლა შესაძლებელი იქნება. როგორც რუბიომ აღნიშნა, „შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც".

რაც შეეხება ჯო უილსონის კითხვას, მან მარკო რუბიოს ჰკითხა: „თქვენ მიაღწიეთ ისტორიულ ერთიანობას ახლო აღმოსავლეთში, სადაც ყველა ქვეყანა, საქართველოს გარდა, მხარს უჭერს ამერიკის ძალისხმევას ირანისა და მისი ბირთვული შესაძლებლობების წინააღმდეგ. ევროპაშიც, ნატო და ევროკავშირი ისე არიან გაერთიანებული, როგორც არასდროს, თავდაცვის ხარჯების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, პრინციპით - „მშვიდობა ძალის მეშვეობით", რაც საბოლოოდ უკრაინის გამარჯვებასა და ომის დამნაშავე პუტინის დამარცხებას ემსახურება. ამ კონტექსტში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სამხრეთ კავკასია, სადაც დიდი შესაძლებლობა გაჩნდა ე.წ. ტრამპის მარშრუტის ფარგლებში, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მიაღწიეთ. ეს მართლაც დიდი მიღწევაა, თუმცა პროირანული რეჟიმი და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების" მთავრობა, რომელსაც არალეგიტიმურია, საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას რეგიონში. საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამასთანავე, ისინი ხელს უწყობენ ისლამურ რევოლუციურ გვარდიას და გვერდს უვლიან თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამ ვითარების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ შეჩერდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაცია, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების" მთავრობა უწყობს ხელს?"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს პასუხი კითხვაზე ასეთია: „საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ მართალი ხართ. ყველაფერი, რაც ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული შეშფოთების საგანია. მას შემდეგ მათ გარკვეული ნაბიჯები გადადგეს, რომლებიც მიანიშნებს, რომ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება. ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ, რას მოითხოვს ეს და რისი შესრულება იქნება საჭირო. მათგან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მივიღეთ. ამიტომ, იმედია, საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება იმ მიმართულებასთან შედარებით, სადაც ქვეყანა დღეს იმყოფება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, ჩვენთვის უკვე არსებული პრობლემებია. მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს?" ჩვენ მათ ამაზე პასუხი გავეცით და ვიმედოვნებთ, ამ საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და, შესაძლოა, შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება საქართველოსთან, არამედ მათი ქცევისაც", - განაცხადა მარკო რუბიომ.

 

 





მსგავსი სიახლეები
მარკო რუბიო - საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება
სალომე სამადაშვილი - არასდროს და არსად საარჩევნო ბოიკოტს არ მოუტანია არანაირი შედეგი, გარდა ოპოზიციის დაზიანებისა
პრემიერი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულიც ვართ, რომ 6%-ზე ბევრად უფრო მაღალი იქნება წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში, არის ბევრი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წარმატებას
პრემიერი მოლდოვაზე - თვითონვე მზად არიან ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დათმონ ქვეყნის სუვერენიტეტი და ეს უფასდებათ კონკრეტული ძალების მხრიდან
ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - მგონი, დავასვენოთ ჯობია, ისედაც გადის პენსიაზე
,,საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა სასამართლო სისტემას''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მკაფიო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს წინადადება სათანადოდ მიიღეს კონკრეტულმა პატიმრებმა, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
პრემიერი - ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა თვისებრივად განსხვავდება იმ მიდგომისგან, რომელსაც ავლენდა წინა ადმინისტრაცია, ეს ყველაფერი გვაიმედებს და გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს
ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ ბავშვებზე - ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან, იმედი გვაქვს, ერთად გამოვძებნით ამ საკითხის გადაჭრის გზებს
მიხეილ სარჯველაძე - ერთმნიშვნელოვნად ვართ განწყობილი, სწრაფად მოინახოს გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად იქნება სასარგებლო დიუშენის დაავადების მქონე პაციენტებისთვის
ემანუელ მაკრონი - უნგრეთში ახალი მთავრობის არჩევით ახალი ერა დაიწყო როგორც უნგრეთისთვის, ასევე ევროპისთვის
ირაკლი ქადაგიშვილი - გერმანიის ელჩი ვერ ხვდება, რომ საქართველო არავისთან შეერთებას და გადაჯიშებას არ აპირებს, ქართველები ვართ და ქართველებად დავრჩებით
გრიგოლ გეგელია - გვითხრეს, რომ ამერიკა იმედგაცრუებულია ბოიკოტის პოლიტიკით, აშშ არ არის ბოიკოტების, არჩევნების გამოტოვების მხარეს
იტალიის ელჩი - იტალიის რესპუბლიკის მეოთხმოცე იუბილეს ქართველ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ და ვაჩვენებთ, რამდენად მჭიდროდ არიან ჩვენი ქვეყნები დაკავშირებული, როგორ შეუძლიათ, ითანამშრომლონ
აშშ-ის საელჩო საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით პირთა დაკავებას ეხმაურება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა დანიის სამეფოში გამართულ სამხედროებისა და საზოგადოების ევროპული კვლევითი ჯგუფის (ERGOMAS) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
ლევან ხაბეიშვილი - საჭიროა მოქმედება, კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო
ვატო შაქარიშვილი: არანაირი ობიექტური ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირში რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება, არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია უკიდურესად დასუსტებულია, არ აქვთ ხალხის ნდობა, პარტიულად საერთოდ არაფერს წარმოადგენენ, ასეთი საერთო სისუსტის ფონზე, დაპირისპირებები აბსოლუტურად ლოგიკურია
ირაკლი კობახიძე - ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს