მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა - საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.91 პროცენტული პუნქტით აისახა.

 

ყველაზე მეტად, 28.8 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 16.8 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. რძე, ყველი და კვერცხი 13.6 პროცენტით გაძვირდა. თევზეული – 10.9 პროცენტით. ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 10.4 პროცენტით. 10.1 პროცენტით გაძვირდა მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. 8.7 პროცენტით ყავა, ჩაი და კაკაო. 2.7 პროცენტით მოიმატა ფასებმა შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე.

 

ამასთან, ფასები -2.4 პროცენტით შემცირებულია ხილსა და ყურძენზე.

 

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.15 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (35.1 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.8 პროცენტი);

 

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 8.0 პროცენტით, რაც -1.0 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-15.0 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.9 პროცენტი);

 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 9.1 პროცენტით, რაც -0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-20.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.2 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.5 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
უცხოური ვალუტის კურსი 4 აპრილისთვის
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში
მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი