ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში

თებერვლის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია. მნიშვნელოვანიარომ შიდა მოთხოვნა ძლიერი რჩება, ისევე როგორც ექსპორტი, თუკი საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დაცემით გამოწვეულ ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურ ეფექტს გამოვრიცხავთ, რამაც თებერვლის ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად, დაახლოებით 1%-ით იმოქმედა.

 

ლარის კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ძლიერ სავალუტო შემოდინებებთან ერთად, გამყარებას ბოლო პერიოდშისაბაკო დაკრედიტების უცხოურ ვალუტაში მეტად ზრდაც უწყობს ხელს. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ლარი მის გრძელდავიან ტენდენციასთან შედარებით მართალია შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტად არის გამყარებული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გამოქვეყნებული მარტის ინფლაციის მაჩვენებელი თიბისი კაპიტალის ოპტიმისტურ მოლოდინებთან შედარებითაც კი უფრო მეტად შემცირდა და წლიურ ჭრილშითებერვლის 8.1%-ის შემდეგ, 5.3% შეადგინა, თვიურ ჭრილში კი, თებერვლის მსგავსად, კვლავ დეფლაცია დაფიქსირდა. ეს სამომავლოდ, ლარის საშუალო კურსის არგუმენტთან ერთად, ლარის კურსისთვის ნეგატიურია.

 

გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისი იყო, ისევე როგორც განცხადება, რომ განაკვეთის შემცირების წინაპირობა ადგილობრივი ინფლაციის შემცირება უფროა, ვიდრე მხოლოდ ჯამურის, რისთვისაც ჯერ კიდევ დროა საჭირო. ამასთან, თიბისი კაპიტალის აზრითიმპორტული და ასევე ჯამური ინფლაციის დინამიკა თუ საპროცენტო განაკვეთის დაწევის არა, უფრო მეტი სავალუტო ინტერვენციის ცალსახა არგუმენტია. ეს კი ნიშნავს, რომ მიუხედავად ძლიერი სავალუტო შემოდინებებისა, ლარის მატერიალური გამყარების ალბათობა ძალიან მცირეა. თავისთავად, ამ მხრივ მნიშვნელოვანია თუ რომელ სავალუტო წყვილზეა საუბარი. საკუთრივ, თიბისი კაპიატლი ასევე ინარჩუნებს შეფასებას, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს დოლართან დამატებით გამყარების პოტენციალი გააჩნია.

 

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 აპრილისთვის
უცხოური ვალუტის კურსი 5 აპრილისთვის
თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Euromoney-ის ჯილდო მიიღო
"საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2023 წელს, რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირების გამო, შესაძლოა, შენელდეს" - აზიის განვითარების ბანკი
გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
უცხოური ვალუტის კურსი 4 აპრილისთვის
ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - მოსალოდნელზე უფრო დაბალი ინფლაცია მარტში
მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.3% შეადგინა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5563 ლარი გახდა
"ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდამ"- გიორგი ცუცქირიძე
გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად, დარეგისტრირდი ციფრულ ბანკში
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 მარტისთვის
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 მარტისთვის
თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 მარტისთვის
Global Finance-მა თიბისი 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები სხვა კლინიკებში გადანაწილდებიან" - ზურაბ აზარაშვილი