მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ ბიზნესისათვის პოზიტიური მოლოდინები შექმნა - გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკის გაჯანსაღების და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს, აპრილიდან მოყოლებული ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი, - ამის შესახებ ეკონომიკი ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

"წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან მოყოლებული პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის ცვლილების რეალური მაჩვენებელი დადებით ტრენდზეა გასული, ხოლო აპრილ-მაისშიც უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად 44.8 პროცენტიანი ზრდა აპრილში და 25.8 პროცენტი მაისში.

 

შესაბამისად, ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, იანვარ-ივნისის კუმულატიური ზრდის ტემპი ორნიშნა ციფრზეა გასული და 12.7 პროცენტს შეადგენს, რაც არა თუ რეგიონში, არამედ მსოფლიოს დონეზეც კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია!

 

აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 7.7 პროცენტამდე გაზარდა.

 

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა გასული წლის ივნისში ეკონომიკის კლება 7.7 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე 9 პროცენტზე მეტად აჭარბებს პანდემიამდე - 2019 წლის ივნისის მონაცემს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მაჩვენებელიც 6 პროცენტით აღემატება პანდემიამდე 2019 წლის იანვარ-ივნისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი.

 

ივნისში, აპრილ-მაისის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები.

 

2021 წლის ივნისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 30.1 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 349.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სარეკორდო 33.7 პროცენტით გაიზარდა და 256.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას, პირველ რიგში ხელი შეუწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ოპტიმალურად გათვლილმა სტრატეგიამ, გვახსოვს როგორი ზეწოლა იყო პრემიერ ღარიბაშვილზე და მთავრობაზე ოპოზიციის თუ ცალკეული ბიზნეს ინტერესს ჯგუფების მხრიდან, როცა ეკონომიკის ერთიანად გახსნას ითხოვდნენ და ეკონომიკის ჩამოშლასთან ერთად, დაკარგული სამუშაო ადგილების და ბიზნესის გაკოტრების მრუმე პერსპექტივით აპელირებდნენ.

 

რაც მთავარია, ტურისტულმა ინდუსტრიამ იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდები იყო, რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. ისიც გვახსოვს, ოპონენტები ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირების პაკეტებს როგორ აპროტესტებდნენ, ფულის ჰაერში გადაყრად აფასებდნენ და ეკონომიკის ლამის მთლიან გადაწყობას მოითხოვდნენ.

 

მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ შექმნა პოზიტიური მოლოდინები ბიზნესისათვისაც, რამაც მაღალ ზრდასთან ერთად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ლარის კურსის გამყარებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

 

დღეს მიუხედავად კოვიდ პანდემიის ახალი შემოტევისა, რასაც ჩვენ გარდა მთელ მსოფლიოში ვხედავთ, ამოცანა დგას არა ახალ ლოქდაუნზე, არამედ ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე, ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით.

 

ეკონომიკის ასეთი სწრაფი ტემპით გაჯანსაღება იმ კუთხითაც არის აღსანიშნავი, რომ ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე მან ეკონომიკაზე მიზერული ზეგავლენა იქონია, რაც თავად ამ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალების განულებულ ფაქტორზე უფრო მიუთითებს. ამიტომაც არის, რომ პარტიული ტელევიზიების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, ვერც საპროტესტო მუხტი აწიეს და ვერც საერთო სახალხო პროტესტს დაუდეს სათავე,"-  წერს გიორგი ცუცქირიძე. 





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"