„აწმყო თუ არა გვწალობს, მომავალი ჩვენია?!“ - ისეთი საბედისწეროა, როგორც არასდროს!"

პოსტ-ჰუმანიზმი უნდა განვასხვავოთ ტრანს-ჰუმანიზმისგან, რომელიც არა მხოლოდ მსოფლმხედველობაა, არამედ 1998 წლიდან უკვე საერთაშორისო მოძრაობასაც წარმოადგენს, - ამის შესახებ ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

 

მისივე განმარტებით, „ტრანსჰუმანისტთა საერთაშორისო ასოციაცია“ ამერიკელმა ფილოსოფოსებმა ნიკ ბოსტრომმა და დევიდ პირსმა დაარსეს. 2014 წლის ოქტომბერში აშშ-ს ტრანსჰუმანისტური პარტიის შესახებ განაცხადა ზოლტან იშტვანმა, ხოლო 2015 წლიდან მსგავსი პარტიები იქმნება უკვე ევროპასა და მთელს მსოფლიოშიც.


ტრანს-ჰუმანიზმი, როგორც მოძრაობა, მთლიანობაში, ზოგად მიზნად ისახავს „ჰომო საპიენსის „განღმრთობასა“ და ტრანს-ადამიანის, რომელიც უკვე „ჰომო დეუსია“ ,ყოვლის-მცოდნეობისა და ყოვლის-შემძლეობის მიღწევას ტექნოლოგიური პროგრესის მეშვეობით;


ერთ-ერთი მთავარი მიზანია ტრანს-ადამინის მიერ სიკვდილზე ძალაუფლების მოპოვება - ტექნოლოგიების საშუალებით ამ ახალ არსებას უნდა მიეცეს სრული თავისუფლება თავადვე გადაწყვიტოს, რამდენ ხანს იცოცხლებს, როდის დაბერდება და როდის მოკვდება, ანდა მოკვდება თუ არა საერთოდ. „სიკვდილისა ტექნოლოგიებით დამთრგუნველი“ - ასეთია ტრანს-ჰუმანისტთა პოსტ-რელიგიური კრედო;


ამ ზოგადი, ერთიანი მიზნის მიუხედავად, ტრანს-ჰუმანიზმის სხვადასხვა მიმართულებები არსებობს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:


- ჰედონისტური ტრანს-ჰუმანიზმი (აბოლოციონიზმი), რომელიც უმაღლეს ღირებულებად აცხადებს ადამიანური ტანჯვის „გაუქმებას“ ტექნოლოგიების მეშვეობით და ბედნიერებისა თუ კმაყოფილების მაქსიმალიზაციას, ანუ - უნდა დაიძლიოს არა მხოლოდ სიკვდილი, არამედ ყოველგვარი ადამიანური ტკივილიც და რადგან ადამიანი ბედნიერებისთვის არის გაჩენილი, იგი ტრანს-ადამიანდ, რომელსაც ტექნოლოგიურად ამის უზრუნველყოფა ძალუძს, უნდა გარდაიქმნას;


- კომუნისტური ტრანს-ჰუმანიზმი (ტექნო-კომუნიზმი), რომელიც უმაღლეს ღირებულებად აცხადებს „შრომის“ წყევლისგან კაცობრიობის გათავისუფლებას და კომუნისტური პრინციპის - „ყველას მოთხოვნილების მიხედვით“ აბსოლუტურ ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას; ტრანს-ადამიანებს ექნებათ ყველაფერი, რასაც წარმოიდგენენ, მოისურვებენ და თანაც, ყოველგვარი ფიზიკური ძალისხმევისა და მტანჯველი შრომის გარეშე, არამედ, ოცნებების ახდენაზე ორიენტირებული მთელი წარმოება იქნება სრულად ავტომატიზებული და ტრანს-ადამიანი მხოლოდ იმითი თუ შეწუხებს თავს, რომ საკუთარი სურვილები “პროგრამულად“ გააცნობიეროს და ტექნიკის მეშვეობით უმალ აისრულოს კიდეც;


- ლიბერტარიანული ტრანს-ჰუმანიზმი (ანარქო-ტრანს-ჰუმანიზმი), რომელიც უმაღლეს ღირებულებად აცხადებს „თვით-საკუთრებას“ (self-ownership), ანუ ტრანს-ადამიანის თავისუფლების აბსოლუტურ შეუზღუდავობას, რაც ტექნოლოგიებით მიიღწევა; ამ ლიბერტარიანულ მიმართულებას განეკუთვნება - პოსტ-გენდერიზმი, რომელიც მიიჩნევს, რომ პოსტ-ადამიანს ტექნოლოგიურდ შეეძლება დილით იყოს ქალი, საღამოს კაცი, ხოლო შუალედში კი სხვადასხვა „გენდერული პროპორციის“ ქალ-კაცა ან კაც-ქალა; ასევე, ტრანს-ნარკომანია, როცა ტექნოლოგიურად ყველანაირი „კაიფის დაჭერა“, რაც კი მოგესურვება, თანაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გარეშე, შესაძლებელია;


საბოლოო ჯამში - ორი ძირითადი მიმართულებაა ტრანს-ჰუმანიზმში: იდეალისტური და მატერიალისტური. იდეალისტური ტრანს-ჰუმანისტები პოსტ-ადამიანის შემეცნების აბსოლუტიზებას აღწევენ უკვდავებით, ხოლო მატერიალისტი ტრანს-ჰუმანისტები კი ტრანს-ადამიანის ყოვლისშემძლეობას: აბსოლუტურ ბატონობას კოსმოსზე, მთელს მატერიალურ სამყაროზე;


რადიკალური ტრანს-ჰუმანისტები, როგორც იდეალისტები, ისე მატერიალისტები, საბოლოოდ მიდიან „კომპიუტრონიუმთან“ (რომლის მომხრეა - ნიკ ბოსტრომი) ანდა“ უტილიტრონიუმთან“ (რომლის მოხრეა დევიდ პირსი), რაც წარმოადგენს პოსტ-ცივილიზაციის ტექნოლოგიურად მიღწევად მიზანს - სამყაროს სრულ აბსოლუტურ ოპტიმიზაციას;


კომპიუტრონიუმი - იდეალური პოსტ-სამყაროა, სადაც ინდივიდუალურ ცნობიერებათა შერწყმის, ასევე ხელოვნური ინტელექტის წყალობით წარმოიქმნება ერთიანი სუპერ-ცნობიერება, რომელსაც თვითშემეცნებისა და სამყაროს შემეცნების უსასრულო შესაძლებლობები აქვს;


უტილიტრონიუმი - მატერიალისტური პოსტ-სამყაროა, სადაც ასევე აბსოლუტური ოპტიმიზაციის და უტილიზაციის შედეგად, სამყარო სრულად მოწესრიგებულია და მთლიანად ერთი სუბიექტის ბატონობის ობიექტია; სხვა ცნობიერი არსებები ამ ოპტიმიზაციისას ზედმეტები არიან და განადგურდებიან, რადგან ამ ერთადერთი სუბიექტის აბსოლუტური ბატონობა, ამით მოპოვებული ბედნიერება და ტკბობა, ხარისხობრივადაც და რაოდენობრივადაც გაცილებით აღემატება მრავალი სუბიექტის ბედნიერებით ტკბობათა ჯამს.


როგორც რუსები იტყვიან „ტოლი იშჩო ბუდეტ!“, რადგან პოსტ-ჰუმანიზმი და ტრანს-ჰუმანიზმი, ლიბერალიზმზე, რომლის უკვე "უკანასკნელი და ლპობადი სტადიია" ლიბერასტობა, შეუდარებლად სწრაფად იკრებს ძალას.!
ასე რომ: „აწმყო თუ არა გვწალობს, მომავალი ჩვენია?!“ - ისეთი საბედისწეროა, როგორც არასდროს!", - წერს ზარდიაშვილი. 





მსგავსი სიახლეები
"შიდა და გარე მტრებმა წაგვართვეს ახალგაზრდობის ნაწილი სამუდამოდ, ხოლო მეორე დიდი ნაწილი კი უცხოეთში გააქციეს საშოვარზე"
"დადუმდა არტილერია ხერსონში და ზაპოროჟიეში, რადგან ბახმუტს აწვდიან მთელ მარაგებს"
არ გადავდგები! - ვასილ მაღლაფერიძე
"ფორმულას პატრონი გამოტყდა რომ მისი ამოცანა ოლიგარქობაა"- თამარ ჩერგოლეიშვილი
"თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამათ ევროკავშირი უნდათ, ან ეს ბოღმა წამოცდათ, ძალიან ცდება" - გია გაბრიჭიძე დავით დარჩიაშვილის და მარიკა მიქიაშვილის განცხადებებზე
"ამ ბრძოლაში იქნება გამარჯვებული და განადგურებული! სად არის გამოსავალი?!"
"პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში"- ალექსი პეტრიაშვილი
"მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ გოგოს დღესვე შევიწყალებდი"-რა მოსწერეს გიორგი კეკელიძეს ქალთა საპატიმროდან
„სასწრაფოდ გჭირდებათ ძალიან გამოცდილი გეოტექნიკური ინჟინრები, შეუქცევადი პროცესებია“ - თეა გოდოლაძე რიკოთზე
"გუშინ მორიგი საოცრებები მოვისმინეთ, ამჯერად უკვე, კეზერაშვილისგან"- ირაკლი მელაშვილი
"ტიპი 10 წელია, გადახვეწილია ამ ქვეყნიდან, გონზე არ არის, რა ხდება"- თამარ ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილზე
"უსამართლობაა, რომ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების ნაცვლად ვრცელ ინტერვიუებს წერ" - ვატო შაქარიშვილი კეზერაშვილს
"ლაზარე, შესაძლო დამნაშავე კი არა, რეალური მსხვერპლია ხელისუფლების" - არჩილ გამზარდია
"პროფესიულ აქციებს არ სჭირდება იმ პოლიტიკოსების დახმარება, რომლებსაც კონკრეტულად ამ საავადმყოფოსთვის კარგი არაფერი გაუკეთებიათ"
"ცენტრალურ ნაწილში ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ არცერთ სახლს და ქუჩას არ თმობენ ჩვენები"
"რეალურად, სისხლისგან დაცლილი უკრაინის ხელისუფლება ვამპირივით დააცხრა მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს და მრევლს!"
"სალომე ზურაბიშვილმა ყველა ხიდი დაწვა ხელისუფლებასთან და საკუთარ ამომრჩეველთან" - მაია ნიკოლეიშვილი
"ასე მგონია გამოსვლის ტექსტი "ვივამედში" დაიწერა" - მალხაზ გულაშვილი პრეზიდენტის ანგარიშზე
"სალომე ზურაბიშვილის მავნებლობა ზღვარს გადასცდა, განსაკუთრებით ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრისას"
"ეს არის ამერიკის მემარცხენე ლიბერალების მიერ ოპონენტის პოლიტიკურად მოტივირებული კლასიკური დევნა"