,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა

 

მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივ არადემოკრატიულია - მეორე მხრივ, კი საქართველოში დემოკრატიული პრობლემები არ არის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ და აღნიშნა, რომ არასამართლიანია იმაზე საუბარი, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, ხოლო მოლდოვა დემოკრატიულად განვითარებულია.

მისივე თქმით, ევროკავშირი და მისი აქტივისტები ცდილობენ საქართველოში ქაოსის შემოტანას.

„ზოგადად ევროკავშირი ძალიან ააგრესიულია საქართველოსთან მიმართებით, რადგან ცდილობს თქვენთან მთავრობის შეცვლას. მე აბსოლუტურად ვეწინააღმდეგები ამ პოლიტიკას. მათი მიდგომა არის თავხედური, შოვინისტური და ნეოკოლონიალური პოზიცია. ვხედავთ რომ ევროკავშირი ამ პრაქტიკას მრავალ სხვა შემთხვევაშიც მიმართავს, საქართველო გამონაკლისი არ არის. ევროპის კონტინენტზე ომის სრული ისტერიაა ახლა და სრული სიგიჟეა. ამ ვითარებაში უმჯობესია ამ პროცესების გარეთ ყოფნა. მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი შეიცვლება, რადგან ეს ნორმალური მომავლის ერთადერთი შანსია. თუ ასე გააგრძელებს, ეს ევროკავშირისთვის ძალიან სახიფათოა. ნამდვილად უსამართლობაა.

მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივ არადემოკრატიულია. ვხედავთ, რომ მოლდოვაში ხალხს ოპოზიციისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მიეცათ არჩევნებზე. მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა და ამ დროს ამ ანგარიშებში მოლდოვას ტაშს უკრავენ და ამბობენ, რომ იქ დემოკრატიის პროგრესია. მეორე მხრივ, კი საქართველოში დემოკრატიული პრობლემები არ არის. ევროკავშირი და მისი აქტივისტები ცდილობენ თქვენს ქვეყანაში ქაოსის შემოტანას, მაიდანის მოწყობას. მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლური წრეებიდან ფინანსდებიან, საქართველოში არეულობის მოწყობას ცდილობენ. ამ დროს კი იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ ჰყავდეთ მსახური პარტნიორები, ვასალები. ევროკავშირის არაერთ წრეში საქართველო გმირ სახელმწიფოდ ითვლება, რადგან თქვენ ცდილობთ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას. ისინი კი მტრად მიიჩნევენ ყველას, ვინც ომს ეწინააღმდეგება. ეს არ არის კარგი საფუძველი მოლაპარაკებებისთვის. ასე რომ იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ მოთმინება", - განაცხადა ლუბოშ ბლაჰამ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად კარგად გრძნობს თავს, იმდენად კარგად, რომ ერთი კვირის წინ დაგვემუქრა კიდეც ქართველებს''- მაია ბითაძე
"მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს რუსთავის ციხეში, ოღონდ, არავის ეგონოს, რომ ის აქამდე რაღაც კურორტზე ისვენებდა"-ლევან სანიკიძე
,,იმის თქმა, რომ საქართველო ცუდია, მოლდოვა კი კარგი - არ არის სამართლიანი. მათ სურთ, რომ ვასალები ჰყავდეთ''- ლუბოშ ბლაჰა
პარლამენტმა "ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
,,დეკემბერში, ევროკომისია გამოაქვეყნებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ანგარიშს, მათ შორის, საქართველოსთვის''- პაველ ჰერჩინსკი
,,სავიზო რეჟიმის, როგორც ინსტრუმენტად გამოყენება, ბრიუსელისთვის გარკვეულ ჩვეულებად იქცა'' - მაკა ბოჭორიშვილი
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ გიორგი გახარიას წინააღმდეგ კი არ მოქმედებს, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ -გიორგი შარაშიძე
ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა -ირაკლი ფავლენიშვილი
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება-გეკა გელაძე
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია -შალვა პაპუაშვილი
მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ კონსტიტუციური სარჩელისთვის, მათ შორის არის განცხადება, რომ გარედან დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს -შალვა პაპუაშვილი
პარლამენტმა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას მხარი დაუჭირა
,,თქვენ ეტყობა არ იცით, საჯარო სამსახურში რეპრესიები რა არის''- მაია ბითაძე გახარიას პარტიას
„ოცნება“ თუ მართლა გაბედავს კორიფციასთან ბრძოლას – დავეხმარებით''- ვიკა ფილფანი
,,თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ!''- ირაკლი ქადაგიშვილი
,,საქართველო ევროკავშირის გაფართოების სამიტზე არ მიიწვa არის იმ პოლიტიკის გაგრძელებაa, რომელიც ბრიუსელს აქვს''- ნიკოლოზ სამხარაძე
ირაკლი ხმალაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
უვიზო მიმოსვლის შეჩერების არც საფუძველი და არც მოლოდინი გვაქვს-ლევან მახაშვილი
,, ევრობიუროკრატთა მხრიდან დუმილი არის მორიგი ნაბიჯი და განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ისინი დგანან პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის უკან''- ირაკლი კირცხალია