,,ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს''- ვოლსკი

 

ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს - ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, „სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის".

„ნება უნდა აჩვენონ ამასთან დაკავშირებით. მე, პირადად, არ ვგულისხმობ, რომ ამ ტოქსიკურ სივრცეში შეიძლება შესვლა და რაიმე დებატებზე საუბარი. ტოქსიკურ სივრცეს ვუწოდებ პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი" იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად. ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მომავალი თაობა მოდის. ამ თაობის რადიკალებს თუ არ აქვთ ეგეთი სურვილი, შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას საკმაოდ სერიოზული არგუმენტები სჭირდება. ჯერ ერთი, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის, დაღუპვის და ნგრევის გზა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრობლემები ნარჩუნდება, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია, აქედან გამომდინარე, არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, მაგრამ ვნახოთ, ვცადოთ. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს''- ვოლსკი
,, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არჩევნების განხილვას გარკვეული საფუძველი აქვს ''- ვოლსკი
„საია“ მალავს იმას, რაც სტრასბურგის სასამართლოს წერილში წერია''- თეა წულუკიანი
დაე, ხალხმა გადაწყვიტოს - საინიციატივო ჯგუფის წევრები, NAT0-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ
მისასალმებელია პოლემიკა, დებატები, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს მიღებული პრაქტიკაა -კახა კალაძე
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები-ირაკლი კობახიძე
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში -ირაკლი კობახიძე
ვიღაც პირდაპირ ცდილობს, აერიდოს დებატებს, ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე
ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში -"ნაცმოძრაობა"
მზად ვართ, "ქართული ოცნების" სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე -გრიგოლ გეგელია
მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს -გია აბაშიძე
ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე-დავით ქართველიშვილი